თსსუ-ში ინტელექტუალური თამაშის პირველი ეტაპი დასრულდა

თსსუ-ში ინტელექტუალური თამაშის პირველი ეტაპი დასრულდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში,  სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ინტელექტუალური თამაშის პირველი ეტაპი გაიმართა. 

ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობდა თსსუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებული 16 გუნდი. თამაში გამოირჩეოდა მაღალი ინტერესით, აქტიური ჩართულობითა და კონკურენტული გარემოთი. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ შეჯიბრს 7 გუნდი გამოეთიშა. 

ინტელექტუალური თამაში სამ ეტაპადაა დაგეგმილი: მეორე ეტაპი 4 დეკემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას პირველი ეტაპის გამარჯვებული 9 გუნდი მიიღებს. დასკვნით, ფინალურ ტურში, რომელიც 11 დეკემბერს ჩატარდება, ერთმანეთს წინა ეტაპების გამარჯვებული გუნდები დაუპირისპირდებიან.