თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში გაიმართა თსსუ-ის კულტურის ცენტრთან არსებული კაპელას, ანსამბლებისა და შემოქმედებითი ჯგუფების საახალწლო კონცერტი, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.
კონცერტი მრავალფეროვანი შემოქმედებითი პროგრამით გამოირჩეოდა, რომლის ფარგლებში მაყურებლის წინაშე წარდგნენ: კლასიკური მუსიკის ჯგუფი (ხელმძღვანელი — გოდერძი ჩიტაიშვილი); თანამედროვე და ლათინურ-ამერიკული ცეკვების ანსამბლი „ვეგა“ (ხელმძღვანელი — ია კვირიკაშვილი); სტუდენტური კაპელა „კანტა მედიკა“ (ხელმძღვანელი — ნინო ცინცაძე); გოგონათა ტრადიციული მუსიკის ანსამბლი „დეკა“ (ხელმძღვანელი — დავით რატიანი); სიმღერისა და ცეკვის სახალხო, დამსახურებული ანსამბლი (მთავარი ქორეოგრაფი დავით უგრეხელიძე და ქორეოგრაფი ინეზა კუპრეიშვილი) ლოტბარი - დავით რატიანი, ხალხურ საკრავთა ჯგუფის ხელმძღვანელი — დავით რატიანი, ხოლო ანსამბლის ხელმძღვანელი და თსსუ-ის კულტურის ცენტრის დირექტორი — ბადრი მაჭავარიანი.
საახალწლო კონცერტს ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, აგრეთვე საქართველოს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
ღონისძიებამ ტრადიციულად ფართო აუდიტორიის მოწონება დაიმსახურა, კონცერტმა დიდი ანშლაგით ჩაიარა.