პირველკურსელთა საანგარიშო კონფერენცია – „სოციოლოგია ჯანდაცვაში“

პირველკურსელთა საანგარიშო კონფერენცია – „სოციოლოგია ჯანდაცვაში“

თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის; საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ორგანიზებითა და ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების აქტიური ჩართულობით, გაიმართა ტრადიციული პირველკურსელთა სამეცნიერო კონფერენცია – „სოციოლოგია ჯანდაცვაში“.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო პირველი კურსის სტუდენტების მიერ მომზადებული მცირე კვლევითი ნაშრომები, რომლებიც ეხებოდა ჯანდაცვის სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხებსა და გამოწვევებს, ჯანმრთელობის სოციალურ დეტერმინანტებს, ქცევით რისკ-ფაქტორებსა და  მნიშვნელოვან  ფსიქო-სოციალურ პრობლემატიკას. 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ქართული და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები: მარიამ მოდებაძე; ნატალია გურგენიძე; ლევან გეთია; მარიამ ლიპარტელიანი; ანასტასია მიგინეიშვილი; ლიკა სიჭინავა; ანანო ბიბილაშვილი; მოჰამად სარსური; კარამ შაირი. წარმოდგენილი ნაშრომები შესრულებული იყო ასისტენტ-პროფესორ ლია გუმბარიძის, ასისტენტ-პროფესორ ნინო ჯაფარიძისა და ასისტენტ-პროფესორ მარინა ყაჯრიშვილის ხელმძღვანელობით. 

ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა გამოავლინეს კვლევის დაგეგმვის, მონაცემთა გაანალიზების, შედეგების ინტერპრეტაციისა და პრეზენტაციის  უნარ-ჩვევები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტთა შემდგომი აკადემიური და პროფესიული განვითარებისათვის.