აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძის საჯარო ლექცია

აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძის საჯარო ლექცია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში გაიმართა აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძის საჯარო ლექცია.

მოხსენება  შეეხებოდა თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ფიტოქიმიური სამეცნიერო-კვლევითი დეპარტამენტის სტეროიდული შენაერთების მიმართულების მეცნიერ-თანამშრომლების მიერ, აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძის ხელმძღვანელობით შექმნილ პრეპარატს „ალექსინს“, რომელიც იუკა დიდებულის ყვავილებისგან მიღებული მცენარეთა ზრდის ეფექტური სტიმულატორია. პრეპარატზე 75 წლის განმავლობაში მიდმინარეობდა ფუნდამენტური კვლევები, რომელთა შედეგების საფუძველზეც დღეს უკვე ხდება მისი პრაქტიკული გამოყენება სოფლის მეურნეობაში, მცენარეთა ზრდა-განვითარების ხელშეწყობის მიზნით."ალექსინის" მცირე კონცენტრაციის (წყალში გახსნილი) ხსნარებით (2–5მგ%) თესლების თესვამდე დამუშავების ან ნერგებზე შესხურების შედეგად მოსავლიანობა 30–50%–მდე იზრდება  და მიიღება ეკოლოგიურად სუფთა, მაღალხარისხიანი პროდუქტი. 

დამსწრე საზოგადეობას პრეზენტაცია წარუდგინა თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ფიტოქიმიური სამეცნიერო-კვლევითი დეპარტამენტის სტეროიდული შენაერთების მიმართულების უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა მარიამ ბენიძემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თსსუ-ის კანცლერი ალექსანდრე ბუაჩიძე, თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი მალხაზ გეთია, ინსტიტუტის ოპერაციული დირექტორი ვასილ ჭეიშვილი, აკადემიური პერსონალი, მეცნიერ-თანამშრომლები და სტუდენტები.