თსსუ-ის  და რენის (საფრანგეთი) უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თსსუ-ის და რენის (საფრანგეთი) უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი შალვა ზარნაძე, პროფესორი ლევან ბარამიძე და ასოცირებული პროფესორი ირინე ზარნაძე ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში, რენის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. 

ვიზიტის შედეგად თსსუ-ის და რენის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმის მიხედვით დაგეგმილია: თსსუ-ის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტთა მობილობა; სამაგისტრო და სადოქტორო კვლევების თანახელმძღვანელობა; მოკლე კურსები დოქტორანტებისთვის; ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამის შექმნა; ვორკშოფები სამაგისტრო პროგრამისთვის „ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ჯანმრთელობითი განათლება“; ერთობლივი სამეცნიერო კვლევების მომზადება და პუბლიკაციების გამოქვეყნება; აკადემიურ პროცესში ციფრული ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ პროექტის მომზადება და დანერგვის უზრუნველყოფა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი თსსუ-ისა და რენის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტების დეკანებმა, პროფესორებმა შალვა ზარნაძემ და იზაბელა რიჩარდსმა მოაწერეს.

ვიზიტისას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გახდა ფრანგულ-ქართული კონსორციუმის წევრი, რომელიც ევროკომისიის მიერ დაფინანსებული  Erasmus+ KA171  პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდა.