ფაკულტეტების კვირეულის დასკვნითი ღონისძიება

ფაკულტეტების კვირეულის დასკვნითი ღონისძიება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ფაკულტეტების კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელმაც მრავალფეროვანი და აქტიური სტუდენტური ცხოვრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი შეაჯამა.

ფაკულტეტების კვირეული თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებათა ციკლია. პროექტი  აერთიანებს როგორც შემეცნებით, ისე გასართობ აქტივობებს და სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას ორიგინალურად წარმოაჩინონ საკუთარი ფაკულტეტი. აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში სტუდენტების ჩართულობის გაზრდასა და უნივერსიტეტის აკადემიური გარემოს გაძლიერებაში.

პროექტი სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად განხორციელდა. წელს ფაკულტეტების კვირეულმა 500-ზე მეტი მონაწილე გააერთიანა.

ფაკულტეტის კვირეულის დასკვნით ღონისძიებაზე შვიდ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ სტუდენტს სერთიფიკატები, ხოლო კვირეულის ფარგლებში  მოწვეულ სპიკერებს  მადლობის სიგელები გადაეცათ.