პროფესორ რუსუდან ბერიაშვილის ვიზიტი უზბეკეთში

პროფესორ რუსუდან ბერიაშვილის ვიზიტი უზბეკეთში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რუსუდან ბერიაშვილი სამუშაო ვიზიტით უზბეკეთში იმყოფებოდა, სადაც სასამართლო სამედიცინო ექსპერტებისა და სასჯელაღსრულების სისტემის ექიმებისთვის ტრენინგები ჩაატარა. 

ტრენინგები დაეთმო სტამბოლის პროტოკოლის ახალ გამოცემასა და სტამბოლის პრინციპების პრაქტიკაში დანერგვას. აღნიშნული მიმართულება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევების პრევენციისა და ეფექტიანი გამოძიებისთვის, განსაკუთრებით დახურულ დაწესებულებებსა და დაკავების ადგილებში.

სასწავლო კურსები ჩატარდა ორ ეტაპად, თითოეული ორდღიანი პროგრამის ფარგლებში. ტრენინგები განხორციელდა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) პროექტის მხარდაჭერით, უზბეკეთის ადამიანის უფლებათა ეროვნულ ცენტრთან და ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით. 

პირველი ეტაპი გაიმართა 2026 წლის 13-14 აპრილს ქალაქ ხივაში, ხოლო მეორე ეტაპი- 16-17 აპრილს ქალაქ ბუხარაში.