ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის XV ეროვნული კონგრესი

ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის XV ეროვნული კონგრესი

ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის XV ეროვნული კონგრესი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის (საკია) ორგანიზებით თსსუ-ში გაიხსნა.

ღონისძიება ორ ლოკაციაზე გაიმართა: კონგრესის პირველი ეტაპი მოიცავდა საიუბილეო პლენარულ სესიას, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა. 

კონგრესი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა გახსნა. კონგრესის ოფიციალურ გახსნაზე, თსსუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ:

ალენ კაპლანს - მსოფლიო ალერგიის ორგანიზაციის ყოფილი პრეზიდენტი, სამხრეთ კაროლინის სამედიცინო უნივერსიტეტი, ჩარლსტონი, აშშ;

მარიო მორაის-ალმეიდას -მსოფლიო ალერგიის ორგანიზაციის პრეზიდენტი, CUF Descobertas-ის საავადმყოფოს ალერგოლოგიური ცენტრი, ლისაბონი, პორტუგალია. 

გახსნითი ნაწილის შემდეგ,  კონგრესი პროფესორ მარიო მორაის ალმეიდას ლექციით გაგრძელდა. ამის შემდეგ ლექციები წაიკითხეს, მსოფლიო ალერგიის ორგანიზაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ალენ კაპლანიმ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა აარონ ჩეხანოვერიმ (ტექნიონი – ისრაელის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ჰაიფა, ისრაელი).

საიუბილეო სესია საიუბილეო კონცერტით დასრულდა, რომელიც მიეძღვნა World Allergy Organization-ის 75 წლის იუბილეს.

კონცერტის შემდეგ, ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის XV ეროვნული კონგრესი  მოხსენებებისა და თემატური სესიების ფორმატში სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში გაგრძელდა.

მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 5 მაისს დაიხურება.