თსსუ-ში ლიეტუვის ჯანმრთელობის მეცნიერებათა უნივერსიტეტის საექთნო ფაკულტეტის წარმომადგენლებმა სტუდენტებისთვის ლექციები ჩაატარეს

თსსუ-ში ლიეტუვის ჯანმრთელობის მეცნიერებათა უნივერსიტეტის საექთნო ფაკულტეტის წარმომადგენლებმა სტუდენტებისთვის ლექციები ჩაატარეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ლიეტუვის ჯანმრთელობის მეცნიერებათა უნივერსიტეტის საექთნო ფაკულტეტის აკადემიური წარმომადგენლები - იოვიტა დემსკიტე და იურგიტა გულბინენე ეწვივნენ. ვიზიტი განხორციელდა თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მხარდაჭერით, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.

სტუმრებმა ჩაატარეს ლექციები თსსუ-ის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საექთნო საქმისა და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისთვის.

მოწვეულმა სპეციალისტებმა სტუდენტებს გააცნეს ლიეტუვის ჯანმრთელობის მეცნიერებათა უნივერსიტეტში საექთნო განათლების სისტემა, ისაუბრეს პაციენტთა განათლებაში ექთნის როლზე სამედიცინო დაწესებულებებში. ასევე განიხილეს OSCE-ის (ობიექტური სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა) დანერგვისა და გამოყენების საკუთარი გამოცდილება საექთნო პროგრამაში და ქირურგიული პაციენტის მოვლის თანამედროვე პრინციპები.

ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის ჯანმრთელობის მეცნიერებათა უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი, ასევე გაეცნენ OSCE-ის (ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის) ჩატარების პროცესსა და შეფასების მეთოდოლოგიას.

ვიზიტის დასასრულს გაიმართა შეხვედრა თსსუ-ის აკადემიურ პერსონალთან, სადაც ლიეტუვის მხარემ წარმოადგინა მათ უნივერსიტეტში მოქმედი საექთნო სამაგისტრო პროგრამა. 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამაგისტრო პროგრამების მიმართულებით თანამშრომლობას. მხარეებმა იმსჯელეს ერთობლივი აკადემიური ინიციატივების განვითარების შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე დაიგეგმა პარტნიორობის განვითარების კონკრეტული მიმართულებები.