თსსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან კანკავამ ნეიროპათოლოგიის საერთაშორისო ინტენსიურ კურსში მონაწილეობა მიიღო

თსსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან კანკავამ ნეიროპათოლოგიის საერთაშორისო ინტენსიურ კურსში მონაწილეობა მიიღო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან კანკავამ  მონაწილეობა მიიღო ნეიროპათოლოგიის საერთაშორისო ინტენსიურ კურსში, რომელიც აგრიაში (ვოლოსი, საბერძნეთი) ჩატარდა.

სასწავლო კურსის პროგრამა მოიცავდა ნეიროპათოლოგიის თანამედროვე მიმართულებებს და წარმოდგენილი იყო დარგის საერთაშორისო აღიარების მქონე ექსპერტების მიერ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნეიროონკოლოგიაში თავის ტვინის სიმსივნეების დიაგნოსტიკურ მიდგომებს, თანამედროვე კლასიფიკაციის კრიტერიუმებსა და დიაგნოსტიკის პროცესში გამოყენებულ დამხმარე ტექნოლოგიებს.

კურსის ფარგლებში განხილული იყო მოლეკულურ-გენეტიკური მეთოდების მნიშვნელობა ნეიროონკოლოგიური დაავადებების ზუსტი დიაგნოსტირების პროცესში. აღინიშნა, რომ აღნიშნული ტექნოლოგიები ფართოდ ხელმისაწვდომია უმთავრესად მაღალი ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებში, რის გამოც პროგრამის ფარგლებში ცალკე სესიები დაეთმო შეზღუდული რესურსების პირობებში ალტერნატიული დიაგნოსტიკური ალგორითმების განხილვასა და პრაქტიკულ გამოყენებას.

ინტენსიური კურსი, რომელიც 2026 წლის 17-19 მაისს  მიმდინარეობდა ასოცირებული პროფესორი ქეთევან კანკავა შეხვდა ევროპელ კოლეგებსა და ნეიროპათოლოგიის სფეროს წამყვან სპეციალისტებს. შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა სამომავლო პროფესიული და აკადემიური თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც ხელს შეუწყობს გამოცდილების გაზიარებასა და თანამედროვე სამედიცინო მიდგომების განვითარებას.