აკადემიკოს რამაზ ხეცურიანის საჯარო ლექცია თსსუ-ში

აკადემიკოს რამაზ ხეცურიანის საჯარო ლექცია თსსუ-ში

თსსუ-ის ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა, აკადემიკოსმა რამაზ ხეცურიანმა თსსუ-ში  საჯარო ლექცია -  „სიბერე და ასაკობრივი მორფოლოგია ალცჰაიმერის დაავადების დროს“ ჩაატარა.

პროფესორმა რამაზ ხეცურიანმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ასაკობრივი მორფოლოგიური ცვლილებების ძირითადი მექანიზმები, ნერვული სისტემის დეგენერაციული პროცესების თავისებურებები და ალცჰაიმერის დაავადების განვითარების თანამედროვე სამეცნიერო ხედვები.

საჯარო ლექციას, რომელიც 2026 წლის 29 მაისს ჩატარდა, ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, ახალგაზრდა მკვლევრები და პროფესორ-მასწავლებლები. ლექცია ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და აუდიტორიის მაღალი ჩართულობით გამოირჩეოდა.