თსსუ-ში სტომატოლოგიის რეზიდენტთა კონფერენცია გაიმართა

თსსუ-ში სტომატოლოგიის რეზიდენტთა კონფერენცია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თსსუ-ის სტომატოლოგიური საუნივერსიტეტო კლინიკის ორგანიზებით, რეზიდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. 

ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდა სპეციალისტების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობას, პროფესიული გამოცდილების გაზიარებასა და სტომატოლოგიის სფეროში თანამედროვე მიღწევების განხილვას. 

კონფერენციამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, ფართო აუდიტორიისთვის გაეზიარებინათ კვლევითი საქმიანობის შედეგები, სიღრმისეულად ემსჯელათ სტომატოლოგიის თანამედროვე გამოწვევებისა და განვითარების ტენდენციების შესახებ. 

შეხვედრის ფარგლებში თსსუ-ის რეზიდენტებმა სტომატოლოგიური მიმართულებით წარადგინეს მცირე სამეცნიერო ნაშრომები, თემებზე:

„სტომატოლოგიური შფოთვისა და შიშის მართვის სტრატეგიები“;

„პირის ღრუ – ორგანიზმის ჯანმრთელობის სარკე“;

„კარიესის პრევენცია: თანამედროვე მიდგომები და პრაქტიკული რეკომენდაციები“;

„კარიესული დაზიანება – თანამედროვე მკურნალობის მეთოდები“;

„მხატვრული რესტავრაციების თანამედროვე კონცეფცია“;

„თანამედროვე ტექნოლოგიები ენდოდონტიაში“;

„ბიოკერამიკული მასალების როლი თანამედროვე თერაპიულ სტომატოლოგიაში“;

„თერაპიული და ორთოპედიული მკურნალობის სინერგია“;

„თანამედროვე ესთეტიკური რეაბილიტაცია: ღიმილის ციფრული დიზაინი (DSD) და ცირკონო-კერამიკის უპირატესობები მეტალო-კერამიკასთან შედარებით“.