თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალექსანდრე ჭკუასელს შეხვდა

თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალექსანდრე ჭკუასელს შეხვდა

2026 წლის 1 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი შეხვდა ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ ალექსანდრე ჭკუასელს,

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ესპანეთის უმაღლეს საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

საუბარი შეეხო სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების განვითარებას, გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებასა და ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბების შესაძლებლობებს.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ესპანეთში საქართველოს საელჩოს მნიშვნელოვანი როლი საქართველოსა და ესპანეთის საგანმანათლებლო და სამეცნიერო წრეებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით.