საფრანგეთის ტულუზის უნივერსიტეტის  წარმომადგენლის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

საფრანგეთის ტულუზის უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს საქმიანი ვიზიტით ეწვია საფრანგეთის ტულუზის უნივერსიტეტის პროფესორი ოქსანა კონდუზოვა, სისხლძარღვთა დაავადებების ინსტიტუტის სამეცნიერო მიმართულების - „კარდიომეტაბოლური რემოდელირება: მექანიზმები და მიკროგარემო“ ხელმძღვანელი და Erasmus+ პროექტის აკადემიური კოორდინატორი.

ვიზიტის ფარგლებში პროფესორი ოქსანა კონდუზოვა შეხვდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ირაკლი ნატროშვილს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: თსსუ-ის რექტორის აპარატის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ირინა კაპეტივაძე; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროსი, ასოცირებული პროფესორი თინათინ კილასონია და Erasmus+ პროგრამის ინსტიტუციური კოორდინატორი ნინო კანდელაკი.

შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს Erasmus+ პროექტის ძირითადი მიზნები, დაგეგმილი აქტივობები და პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო აკადემიური პარტნიორობის გაღრმავებასა და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობას.

ვიზიტის ფარგლებში პროფესორი ოქსანა კონდუზოვა, ასევე შეხვდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ პროექტით გათვალისწინებულ მობილობის პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებსა და სტუდენტთა პროფესიული განვითარების პერსპექტივებზე.

პროფესორ ოქსანა კონდუზოვას ვიზიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ევროპულ აკადემიურ სივრცესთან ინტეგრაციის მიმართულებით.