ლექციათა ციკლს პერსონალიზებულ ონკოლოგიაში

ლექციათა ციკლს პერსონალიზებულ ონკოლოგიაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, Cellmax life-თან (კალიფორნია, აშშ) ერთად, აგრძელებს ლექციათა ციკლს პერსონალიზებულ ონკოლოგიაში. 

მესამე  ლექცია "გასტროენტეროლოგიური კიბოს  წინასწარგანწყობა, გენეტიკური ტესტირება და ოჯახის წევრთა მენეჯმენტი" ჩატარდება თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის საბჭოების დარბაზში 22  ნოემბერს 17:00 საათზე. 

ლექციას წაიკითხავს უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რემა ღვამიჩავა.

ლექციებზე დასწრების შემთხვევაში მსმენელები მიიღებენ თსსუ-სა და Cellmax life-ის სერტიფიკატს.

ლექციათა ციკლი გაგრძელდება და ჩატარდება თვეში ერთხელ.

შემდეგ ლექციებს წაიკითხავენ პროფესორები:  დავით ქოჩიაშვილი, თინათინ ჩიქოვანი, ირაკლი კოხრეიძე.


ლექციის დაწყების თარიღი: 2018 წლის 22 ნოემბერი

დრო: 17:00 საათზე

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის პირველი სართული, საბჭოების დარბაზი, ვაჟა-ფშაველას 33