გერმანელი პროფესორების ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

გერმანელი პროფესორების ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2019 წლის 28 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვევიან  გერმანიის ქ. დუისბურგის ყბა–სახის პლასტიკური ქირურგიისა და იმპლანტოლოგიური კლინიკის პროფესორები: თსსუ–ის საპატიო დოქტორი, მოწვეული პროფესორი ჰელმუტ ზიბერი და თსსუ–ის საპატიო დოქტორი, მოწვეული პროფესორი ვიქტორ ვაილერტი. 

ვიზიტის ფარგლებში, გერმანელი პროფესორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის ლექციებს წაიკითხავენ. 

ლექციების განრიგი:

28 ოქტომბერი

14:00 – 15:00 საათი - “ფრონტალური  კბილების ტრავმა - კლასიფიკაცია და მკურნალობის მეთოდები “ - პროფესორი ვიქტორ ვაილერტი;

15:00 – 16:30 საათი - „ ყბა-სახის მიდამოს მოტეხილობები”- პროფესორი ჰელმუტ ზიბერი.


ლექცია ითარგმნება ქართულად. 

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: ვაჟა–ფშაველას N33,  თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული, „საბჭოების დარბაზი“.