თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, 2022 წლის 18 ივლისიდან 5 აგვისტომდე განხორციელდება საზაფხულო სტაჟირების პროგრამა, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ შემდეგი სემესტრის სტუდენტებს:
• მედიცინის ფაკულტეტი (VII; VIII; IX; X; XI სემესტრი)
• სტომატოლოგიის ფაკულტეტი(V; VI; VII; VIII; XI სემესტრი)
• ფარმაციის ფაკულტეტი (V; VI; VII სემესტრი)
• საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი (V; VI; VII სემესტრი)
• ფიზიკური მედიცინა და რებილიტაციის ფაკულტეტი (V; VII; VII სემესტრი)
სტაჟირების პროგრამა განხორციელდება საუნივერსიტეტო და პარტნიორ კლინიკებში როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში(სურვილის შემთხვევაში). რეგისტრაციისას შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი მიმართულება (დეპარტამენტი).
დარეგისტრირდი აქ
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების სამსახურს (ვაჟა-ფშაველას N33, ადმინისტრაციული კორპუსი ოთახი N101, 595 023 456 ანი);
რეგისტრაცია განხორციელდება 2022 წლის 13 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით.