იმუნოლოგთა  საერთაშორისო ფორუმი

იმუნოლოგთა საერთაშორისო ფორუმი

2023 წლის 3-5 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციასთან ერთად, ტრადიციულად მართავს იმუნოლოგთა საერთაშორისო ფორუმს (ჰიბრიდულ რეჟიმში), რომელიც მოიცავს:

• საქართველოს XII ეროვნული კონგრესს ალერგია, ასთმასა და იმუნოლოგიაში;
• ასთმისა და ფქოდის ევროპის VIII კონგრესს;
• II  საერთაშორისო კონგრესს "კორონავირუსული ინფექცია - COVID-19";
• ალერგიის მსოფლიო სკოლას.

ფორუმში, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული მეცნიერები: მსოფლიო ალერგიის ორგანიზაციის (WAO) პრეზიდენტი, პროფესორი ბრაიან მარტინი (აშშ); WAO-ს დირექტორთა საბჭოს წევრები, პროფესორი ადნან კუსტოვიჩი (დიდი ბრიტანეთი) და პროფესორი მაიკლ ლევინი (აშშ); ალერგიის და კლინიკური იმუნოლოგიის ევროპის აკადემიის (ЕАACI) პრეზიდენტი სტეფანო დელ ჯაკო (იტალია), ვიცე-პრეზიდენტი პროფესორი მოჰამედ შამჯი (დიდი ბრიტანეთი); იმუნოლოგთა საერთაშორისო საზოგადოებების გაერთიანების (IUIS) აღმასრულებელი კომიტეტის წევრი მიქაელ რეტკლიფი (კანადა).

აღსანიშნავია, რომ წელს თბილისში უკვე მეორედ ტარდება მსოფლიო ალერგიის სკოლა, რომელსაც უძღვებიან ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის ტრენერები.

ფორუმი გაიმართება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სასტუმროში რედისონ ბლუ ივერია.


იმუნოლოგთა საერთაშორისო ფორუმის პროგრამა.