საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით ცხადდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნები.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ფაკულტეტის მართვის ორგანოების არჩევნების ჩატარების შესახებ“ დებულების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კანდიდატებმა განცხადებით უნდა მიმართონ თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს, პროფესორ ხათუნა თოდაძეს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1.განცხადება;
2.პირადობის მოწმობა ან პასპორტი ;
3.დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ;
4. რეზიუმე (CV) ;
5. ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ.
განცხადებები მიიღება 2024 წლის 11 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
მის: ვაჟა-ფშაველას გამზ.33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მეორე სართული, ოთახი 225 ტელ: 032-2-54-24-14.