საგრანტო კონკურსი

საგრანტო კონკურსი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, გერმანიის ჰელმჰოლცის ცენტრთან  (იულიხის კვლევითი ცენტრი (FZJ), ჰელმჰოლცის დრეზდენ-როზენდორფის ცენტრთან (HZDR) და ჰელმჰოლცის მძიმე იონის კლვევის ცენტრთან (GSI)) თანამშრომლობით მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის აცხადებს 2024 წლის ერთობლივ საგრანტო კონკურსს. 

კონკურსის მიზანია:

შესაძლებლობა მისცეს ქართველ სტუდენტებს მსოფლიოში ცნობილ ჰელმჰოლცის ცენტრის ბაზაზე შეასრულონ მათ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით. 

რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად:

ა) ელექტრონული რეგისტრაცია იწარმოებს 2024 წლის 22 ნოემბრის 17:00 საათამდე, გრანტების მართვის ერთიან სისტემაში: gmus.rustaveli.org.ge

ბ) რეგისტრაცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში - კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა – 2024 წლის 25 ნოემბერი, 18:00 საათამდე.

კონკურსის პირობები და წარსადგენი დოკუმენტაცია, იხილეთ აქ