2025 წლის 8 მაისს, 16.00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას №33) #1 საკონფერენციო დარბაზში შედგება მერი გონაშვილის სადისერტაციო ნაშრომის - „ძვლის სიცოცხლისდროინდელ და სიკვდილისშემდგომ მოტეხილობათა მორფოლოგიური თავისებურებანი“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
ბესარიონ კილასონია - თსსუ-ის ემერიტუსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
რამაზ ჩიხლაძე - თსსუ-ის ემერიტუსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ექსპერტები:
ომარ ხარძეიშვილი - თსსუ-ის პათოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
პაატა ღუდუშაური - სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტული მედიცინის კათედრის გამგე, ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
ნანა კიკალიშვილი - თსსუ-ის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.