სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნების გამოცხადებისა და დანიშვნის შესახებ
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის საბჭოს 2025 წლის 16 აპრილის N17 საოქმო გადაწყვეტილებით, მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ასარჩევად 2025 წლის 21 მაისს დაინიშნა არჩევნები.
მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსობის კანდიდატებმა, თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში უნდა წარმოადგინონ:
- განცხადება;
- პირადობის მოწმობა ან პასპორტი;
- აკადემიური დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- რეზიუმე (CV);
- ცნობა თსსუ-ის აკადემიური თანამდებობის შესახებ (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი).
მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2025 წლის 28 აპრილს და დასრულდება 2025 წლის 2 მაისს.
რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. #33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, ოთახი N 224.