პირველსემესტრელ სტუდენტთა საყურადღებოდ

პირველსემესტრელ სტუდენტთა საყურადღებოდ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს პროგრამას "50%- 70% - 100% სასწავლო გრანტის მფლობელი  პირველი კურსის სტუდენტების მხარდაჭერა" .
 

პროგრამის მოკლე აღწერილობა

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანხით დაფინანსდებიან სტუდენტები, რომლებიც 2025 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში: ბაკალავრიატის,  მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, მოიპოვეს 50% ,70% ან 100% სასწავლო გრანტი და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული აქვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ რესურსცენტრებზე დაქვემდებარებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

სტუდენტებზე პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ფინანსური დახმარება გაიცემა ერთჯერადად, შემდეგი პრინციპით:


სტუდენტზე, რომელსაც მოპოვებული აქვს 50% სასწავლო გრანტი 500 ლარი;  
სტუდენტზე, რომელსაც მოპოვებული აქვს 70% სასწავლო გრანტი 1000 ლარი;  
სტუდენტზე, რომელსაც მოპოვებული აქვს 100% სასწავლო გრანტი 2000 ლარი.

 

დეტალური ინფორმაცია განთავსებულია  ბმულზე: https://shorturl.at/R9huT

 

განაცხადები მიიღება 31 ოქტომბრის  (18:00 სთ.) ჩათვლით.

 

სტუდენტს დოკუმენტების წარმოდგენა შეუძლია  როგორც მატერიალურად ასევე, ელექტრონულად.


მატერიალურად დოკუმენტები სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროში (მის. ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. N4).  

ელექტრონული ფორმით დოკუმენტების წარმოდგენა შესაძლებელია ბმულზე:  https://shorturl.at/EmmCa