2025 წლის 27 ნოემბერს, 16.00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას №33) #1 საკონფერენციო დარბაზში შედგება ნიკოლოზ ვაშაყმაძის სადისერტაციო ნაშრომის - „მსუბუქი ჰიპოთერმიისა (34°C) და თავის ტვინის უნილატერალური პერფუზიის უპირატესობები აორტის რკალის ქირურგიაში“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
მამუკა ბოკუჩავა - თსსუ-ის სისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის დირექტორის მოადგილე;
ოტო დაპუნტი - პროფესორი, გრაცის უნივერსიტეტის ემერიტუსი, თსსუ-ის საპატიო დოქტორი, ბათუმის სამედიცინო ცენტრის კარდიოქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
სამეცნიერო კონსულტანტი:
პროფესორი ოლივერ დევალდი
ექსპერტები:
ზურაბ ფაღავა - ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის დირექტორის მოადგილე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
შალვა პეტრიაშვილი - ალ. ალადაშვილის სახელობის კლინიკის შინაგანი მედიცინისა და კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
ზვიად ბახუტაშვილი - გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კარდიოქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.