2025 წლის 24 ნოემბერს, 16.00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას №33) #1 საკონფერენციო დარბაზში შედგება დავით გოცირიძის სადისერტაციო ნაშრომის - „ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში ნიტროფურანების ნარჩენების განსაზღვრის მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიული მეთოდის შემუშავება და ვალიდაცია“, საჯარო დაცვა ფარმაციის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
თამარ ჩიკვილაძე - თსსუ-ის ფარმაცევტული და ტოქსიკოლოგიური ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი;
ქეთევან ბარამიძე - შპს „გლობალტესტის“ საგამოცდო ლაბორატორიის დირექტორი, ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი.
ექსპერტები:
მალხაზ გეთია - თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი, ფარმაცევტული ანალიზისა და სტანდარტიზაციის დეპარტამენტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი;
ანა ბოჟაძე - თსსუ-ის ფარმაკოგნოზიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი;
თამაზ ჭუმბურიძე - თსსუ-ის სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი.