ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე „ყველაფერი ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ“.
ლექციას გაუძღვება თსსუ-ის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ დიდბარიძე.
შეხვედრა გაიმართება 21 ნოემბერს 16:00 საათზე, თსსუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, II საკონფერენციო დარბაზში.
ლექციაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/6VQ5zNeShzu7Cqnw7