2026 წლის 27 თებერვალს, 16.00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას №33) #1 საკონფერენციო დარბაზში შედგება ეკა ხუჭუას სადისერტაციო ნაშრომის - „პრო- და ანთების საწინააღმდეგო ბიომარკერების კორელაციის მარკერული როლი სეფსისის ადრეული დიაგნოსტიკისათვის“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
თამარ დიდბარიძე - თსსუ-ის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
ლევან რატიანი - თსსუ-ის ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტის (ტოქსიკოლოგიით) პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.
ექსპერტები:
ილია ნაკაშიძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის ფაკულტეტის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
ელიზა ვაშაკიძე - თსსუ-ის ემერიტუსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
პაატა იმნაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.