გიორგი-ჯემალ გოგიტიძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

გიორგი-ჯემალ გოგიტიძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2026 წლის 20 მარტს, 16.00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას №33) #1 საკონფერენციო დარბაზში შედგება გიორგი-ჯემალ გოგიტიძის სადისერტაციო ნაშრომის -„ადგილობრივი ნერვული მიკროგარემოს როლი საშვილოსნოს ყელის ინტრაეპითელური ნეოპლაზიების პროგრესიაში და მისი კავშირი პროლიფერაციულ, აპოპტოზურ და ღეროვან უჯრედულ მახასიათებლებთან“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელი: 

გიორგი ბურკაძე - თსსუ-ის მოლეკულური პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ექსპერტები:

თამარ სალაძე -  თსსუ-ის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;

გიორგი თევდორაშვილი - თსსუ-ის მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;  

ნანა კიკალიშვილი - თსსუ-ის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.