თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის  VIII, IX, X სემესტრის გერმანული ენის მცოდნე სტუდენტების საყურადღებოდ!

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის VIII, IX, X სემესტრის გერმანული ენის მცოდნე სტუდენტების საყურადღებოდ!

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ KA171 საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად   მაგდებურგის უნივერსიტეტში (გერმანია).

მობილობის პერიოდი: 2026 წლის შემოდგომის სემესტრი (3 თვე).

მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია).

გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu).

მოთხოვნილი დოკუმენტაციის ჩამონათვალი: 

გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მინიმუმ B2 დონე);

CV ევროპულ ფორმატში;

ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);

აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი GPA–ის მითითებით;

სამოტივაციო წერილი 

გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში 2026 წლის 26 მარტს, 16:00 საათზე. 

მისამართი:  თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი N 407. 

ტელ.: 032 2 542 450 ან 032 2 542 451;