თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის VII-X სემესტრის გერმანული ენის მცოდნე სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი ვენის სამედიცინო უნივერსიტეტში (ავსტრია) სტაჟირების გასავლელად .
სტაჟირების პერიოდი - 2026 წლის შემოდგომის სემესტრი
რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე 2026 წლის 7 აპრილის ჩათვლით.
მოთხოვნები: გერმანული ენის ცოდნა - B1 დონიდან.
გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში 2026 წლის 8 აპრილს, 15:00 საათზე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.
მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზირი N.33, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი N 407
ელ-ფოსტაზე: iad@tsmu.edu
ტელ: (032) 254 24 50