თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კიეტი-პესკარას უნივერსიტეტში (იტალია).
მობილობის პერიოდი - 2026 წლის შემოდგომის სემესტრი.
მობილობასთან დაკავშირებული ხარჯები (მგზავრობა, სწავლა და ცხოვრება) ანაზღაურდება პროექტის ფარგლებში.
გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu).
• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მინიმუმ B2 დონე).
• ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ;
• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში. (2026 წლის 29 მაისს, 16:00 საათზე)
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.
მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზირი N.33, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი N 407
ელ-ფოსტაზე: iad@tsmu.edu, n.kandelaki@tsmu.edu
ტელ: (032) 254 24 50