2026 წლის 9 ივლისს, 16:00 საათზე შედგება თამთა ჯიქიას სადისერტაციო ნაშრომის – „ადამიანის სარძევე კბილის პულპიდან მიღებული მეზენქიმური სტრომული უჯრედების გამოყენება კბილის პულპის ვიტალური თერაპიისათვის“, საჯარო დაცვა სტომატოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
ნინო ჭიპაშვილი - თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.
სამეცნიერო კონსულტანტი:
ზურაბ კაკაბაძე - თსსუ-ის ექსპერიმენტული და პრეკლინიკური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ექსპერტები:
ალიოშა ბაკურიძე - თსსუ-ის ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფარმაციის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
ნინო კორსანტია - თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
თინათინ ჩიქოვანი - თსსუ-ის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი (ვაჟა-ფშაველას #33), #1 საკონფერენციო დარბაზი.