სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტურაში შემდეგი სადოქტორო კვლევის პროგრამის განსახორციელებლად:
"თრომბოციტებით მდიდარი პლაზმით მშრალი თვალის მკურნალობის ეფექტურობის პოტენციური ბიომარკერების დადგენა“.
სამეცნიერო ხელმძღვანელები - პროფესორი ნინო კარანაძე; პროფესორი რუსუდან რუხაძე.
კონკურსი მოიცავს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებას,
ბ) გამოცდას - სპეციალობაში (გამოცდის ფორმა – ტესტური) და ინგლისურ ენაში (გამოცდის ფორმა – ტესტური და გასაუბრება).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
1. განცხადება თსსუ–ის რექტორის სახელზე;
2. განცხადება (სააპლიკაციო ფორმა);
3. შუამდგომლობა ბოლო სამუშაო ადგილიდან, ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
4. უმაღლესი სამედიცინო განათლების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი;
5. სამეცნიერო შრომების სია თანდართული პირველწყაროებით და ქსეროასლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
6. პირადობის მოწმობის ასლი;
7. CV ან კადრების აღრიცხვის ფურცელი (სურათით და დადასტურებული ბეჭდით);
8. ფოტოსურათის (3×4) ელექტრონული ვერსია.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ 2026 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით (შაბათ–კვირის გარდა) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურში მატერიალური და ელექტრონული ფორმატით (pdf ფაილი) ელექტრონულ მისამართზე: t.tkeshelashvili@tsmu.edu
განცხადების და სააპლიკაციო ფორმის ნიმუში თან ერთვის (დანართი 1; დანართი 2).
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურს, ტელ.: 254 24 66.