2026 წლის 25 დეკემბერს, 16:00 საათზე შედგება ნანა ეგიაშვილის სადისერტაციო ნაშრომის - „გალექტინ-3 და ექოკარდიოგრაფიული პარამეტრების პრედიქტორული მნიშვნელობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროგნოზირებისთვის კოვიდ-19-ის დროს“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
ნონა კაკაურიძე - თსსუ-ის შინაგან დაავადებათა №2 დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
სამეცნიერო კონსულტანტი:
ლევან რატიანი - თსსუ-ის ანესთეზიოლოგიის, რეანიმატოლოგიის და ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.
ექსპერტები:
ელენე პაჭკორია - თსსუ-ის ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
შალვა პეტრიაშვილი - აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის პროფესორი;
თეიმურაზ ლეჟავა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენეტიკის კათედრის გამგე, პროფესორი.
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი (ვაჟა-ფშაველას #33), #1 საკონფერენციო დარბაზი.