• მთავარი
  • ბიბლიოთეკის შესახებ
    • სტრუქტურა
    • ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები
    • დებულება
  • ელექტრონული სერვისები
    • ელექტრონული კატალოგი
    • სამეცნიერო მონაცემთა ბაზები
    • ელექტრონული ბიბლიოთეკა
    • ტრეინინგზე ჩაწერა
    • სასარგებლო ბმულები
    • დისტანციური სწავლება
    • თსსუ სამეცნიერო შრომათა კრებული
    • თსსუ ბიობიბლიოგრაფიები
  • კონტაქტი
  • გალერეა
  • სიები ელექტრონული კატალოგიდან
    • სიები ელექტრონული კატალოგიდან

ბიბლიოთეკის შესახებ

  1. ბიბლიოთეკის შესახებ
  2. სტრუქტურა
  • სტრუქტურა
  • ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები
  • დებულება

სტრუქტურა

ამობეჭდვა


ბიბლიოთეკის დირექტორი

თამარ ხახუტაშვილი


საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილება


ხელმძღვანელი: ნინო ბერიანიძე

მთავარი სპეციალისტები: მარიეტა სულაბერიძე, მიხეილი ერგემლიძე; გუგული გოლიაძე

უფროსი სპეციალისტი: მარინა კერესელიძე, ნინო მეტრეველი

სპეციალისტი: ნინო ანთელავა

ფუნქციები:

  • კომპიუტერული დარბაზში სტუდენტების მიღება, საჭიროების შემთხვევაში დახმარების გაწევა და ყურადღება დღის ბოლომდე.
  • მომხმარებელთათვის ბიბლიოთეკის რესურსებთან და სერვისებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება (მაგ. საორიენტაციო შეხვედრები, კონსულტაციები და ა.შ.),
  • დახმარება ლიტერატურისა და სხვა რესურსების მოძიებაში, მათ შორის გარე წყაროებიდან (მაგ. ინტერნეტის სამეცნიერო ბაზებიდან და სხვ.);
  • ვებ–გვერდის საშუალებით ინფორმაციული დახმარების გაწევა მაძიებელთათვის უნივერსიტეტის კომპიუტერული ქსელის საშუალებით ინტერნეტის საძიებო სისტემებში სრულფასოვანი სამეცნიერო ძიების ჩასატარებლად;
  • უცხოური და ქართულენოვანი გამოცემების ელექტრონული ვერსიების შექმნა საავტორო უფლებების კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების სრული დაცვით Koha-ს ბაზებში შეტანით;
  • ბიბლიოთეკის ვებ–გვერდის ადმინისტრირება;
  • სახელმძღვანელო წიგნების ელექტრონულ ვერსიებზე გამარტივებული სახით წვდომის უზრუნველყოფა სტუდენტებისთვის;
  • ინფორმაციის მიწოდება ბიბლიოთეკაში ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ;
  • მაძიებელთა ინფორმირება ინტერნეტში უახლესი სამედიცინო რესურსების შესახებ;
  • ბიბლიოთეკის ისტორიის, სტრუქტურის, თანამშრომლების, მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ინფორმაცია;
  • სამუშაო შეხვედრებისა და ტრენინგების ჩატარება;
  • ინტერნეტის ხარისხის კონტროლი როგორც კომპიუტერული დარბაზების ქსელში, ასევე Wi-Fi-ს საშუალებით პირადი მოხმარების ლეპ-ტოპებისთვის, სხვადასხვა პლანშეტებისა და მობილური ტელეფონებისათვის;
  • ბიბლიოთეკის კომპიუტერული პარკის, აპარატურისა და აქსესუარების მონიტორინგი ტექნიკის გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად;
  • მუდმივი ზრუნვა ელექტრონული რესურსებისა და სერვისის განახლებასა და გაუმჯობესებაზე.


ბიბლიოგრაფიის განყოფილება

ხელმძღვანელი: ვალენტინა გოგავა

სპეციალისტები: მანანა მჟავანაძე, დალი მამალაძე,  მარიამ ჩაჩანიძე, ეკა გრიგალაშვილი, მაია ხახუტაშვილი, თამარ ძაბახიძე

ფუნქციები:

  • ბიბლიოგრაფიის მომზადება
  • უცხოური ლიტერატურის დამუშავება კლასიფიკაცია და გაცემა
  • ვიდეოთეკის მომსახურეობა

უცხოური ლიტერატურის სექტორის სამკითხველო დარბაზებში არის თავისუფალი დაშვება, რაც აადვილებს მომხმარებლისთვის საჭირო წიგნის მოძებნას. სამკითხველო დარბაზები ემსახურება სტუდბილეთის მქონე სტუდენტებს. წიგნების გაცემა ბინაზე სამკითხველო დარბაზებიდან აკრძალულია.


დამუშავება-დაკომპლექტების განყოფილება

ხელმძღვანელი: თამარ მირზიაშვილი

უფროსი სპეციალისტი:  კონსტანტინე ალიბეგაშვილი

სპეციალისტები: ციური ბაკურაძე, ნანა დრეიძე

უმცროსი სპეციალისტი: მარინე დაშნიანი

ფუნქციები:

  • შემოსული ლიტერატურის, მონოგრაფიების, დისერტაციების ტექნიკური დამუშავება.
  • ბეჭდური გამოცემების ინვენტარიზაცია, აღრიცხვა.
  • ფიზიკურად და მორალურად მოძველებული ბეჭდური გამოცემების ჩამოწერა.
  • კატალოგის შედგენა, მეთვალყურეობა: წიგნების საკატალოგო ბარათებზე აღწერა, განთავსება ანბანურ და საგნობრივ კატალოგებში.
  • ელექტრონული კატალოგის შედგენა: საბიბლიოთეკო-ინტეგრირებული პლატფორმა Koha-ს გამოყენებით ბაზაში ბიბლიოგრაფიული მონაცემების შეყვანა. ძველი წიგნადი ფონდის შევსება-შესწორება და ახლადმიღებული წიგნების ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების დამატება.
  • აღრიცხული და დამუშავებული წიგნების გადანაწილება. მიწოდება განყოფილებებში და საცავში. თაროებზე დალაგება ინდექსით.
  • წიგნადი ფონდის მოვლა, განლაგება, გაწმენდა, გამოხშირვა, ბეჭდურ გამოცემათა შერჩევა გასაცემად, დაბრუნებული წიგნების ადგილზე განთავსება.
  • ზრუნვა ფონდის დაცვაზე.


მომსახურების განყოფილება

ხელმძღვანელი:  მარიამ გიორგაძე

მთავარი სპეციალისტი: ლელა მარგიანი

უფროსი სპეციალისტი: ზეინაბ სირაძე

სპეციალისტები: მერი ხუციაშვილი, მარინა სიმონიშვილი, ნინო მოდრეკელიძე, ვარდიკო არსენაშვილი; ვერა ელაშვილი

ფუნქციები:

  • მკითხველთა ადგილზე მომსახურება
  • სახელმძღვანელოების გაცემა
  • სამეცნიერო ჟურნალების გაცემა
  • სტუდენტთა ელექტრონული რეგისტრაცია

სტუდენტთა უმრავლესობა სარგებლობს ძირითადი დარბაზით, რომელიც მდებარეობს ბიბლიოთეკის მე-2 სართულზე. დარბაზი განსაზღვრულია 180 სამუშაო ადგილისათვის, სადაც განლაგებულია სასწავლო სახელმძღვანელოები, სამეცნიერო პერიოდული ლიტერატურა. წიგნების გაცემა ბინაზე სამკითხველო დარბაზებიდან აკრძალულია.

ხელშეკრულებით მიღებული თანამშრომლები

სპეციალისტი: ნათია კარტოზია, ანა გელაშვილი


Copyright © 2018 | Created By Integral Web Studio