2021 წლის დეკემბერის ბოლოს, თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კულტურის ცენტრმა სრულად აღადგინა ანსამბლებისა და შემოქმედებითი ჯგუფების საქმიანობა და თავისი ერთგული მაყურებელის წინაშე კონცერტით წარსდგა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი - “ქართული ფოლკლორი” (სოლისტები: სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი - ნინო ჯმუხაძე და ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტი - ირაკლი ბიბინეიშვილი); ვაჟ მომღერალთა გუნდი; ტრადიციული მუსიკის გოგონათა ანსამბლი-,,დეკა“; კლასიკური მუსიკის ჯგუფი (სოლისტები: მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები: ნიკოლოზ იმნაძე, გიგი გორგაძე და საბა ფანჩულიძე); თანამედროვე და სამეჯლისო ცეკვების ანსამბლი - "ვეგა".
აღსანიშნავია, რომ კონცერტზე სადებიუტო სიმღერით ახლად დაარსებული ვოკალური ანსამბლიც წარსდგა, რომლის ერთ-ერთი სოლისტი მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი, სატელევიზიო მუსიკალური შოუების "ვოისი" და "ნიჭიერი" ნახევარფინალისტი - სალომე ხუჯაძეა.
კონცერტი გაიმართა ეპიდემიოლოგიური რეგულაციების სრული დაცვით.