2023 წლის 23 - 24 მარტს თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტში, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო კვლევითი ცენტრი ,,უნიდენტი" -ს სამედიცინო პერსონალისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე ,,გადაუდებელი მდგომარეობების მართვა''.
პროგრამას უძღვებოდა თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის მთავარი სპეციალისტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი გოჩა აბუთიძე.