თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ

თსსუ-ის რექტორს, პროფესორ ირაკლი ნატროშვილს და ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ ალიოშა ბაკურიძეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.

თსსუ-ის პროფესორები საპატიო წოდებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილეზე დააჯილდოვეს. საიუბილეო ღონისძიება ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საზეიმოდ აღინიშნა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს თსსუ-ის რექტორს, პროფესორ ირაკლი ნატროშვილს და ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ ალიოშა ბაკურიძეს ამ აღიარებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს 90 წლის იუბილეს.