რუმინეთის კრაიოვას უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი თსსუ-ში

რუმინეთის კრაიოვას უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი თსსუ-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრნენ რუმინეთის კრაიოვას უნივერსიტეტის პროფესორები  მიხაილ პირლოგი და მონიკა სარა.

ვიზიტის ფარგლებში, პროფესორებმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისთვის წაიკითხეს ლექციები, რომლებიც მოიცავდა შემდეგ აქტუალურ თემებს:

კომუნიკაციაში ჩართული სოციალური და კულტურული ფაქტორები;

უნივერსიტეტის სტუდენტებში ფსიქიკური ჯანმრთელობის სოციალური განმსაზღვრელები;

სოციალური ინკლუზია ფსიქიკური ჯანმრთელობის კონტექსტში;

ციფრული სამედიცინო განათლება და პროფესიული კომუნიკაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში;

ჯანმრთელობის სოციალური ფაქტორები და ევროპული პერსპექტივები;

სოციალური ინკლუზია და თანასწორობა ჯანდაცვის პოლიტიკაში;

ციფრული ჯანდაცვის სისტემები.

დელეგაცია, ასევე  ეწვია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სხვადასხვა დეპარტამენტს, სადაც გაიმართა სამუშაო შეხვედრები აკადემიურ პერსონალთან. სტუმრები გაეცნენ ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო, სამეცნიერო და პრაქტიკულ საქმიანობას. 

მხარეებმა, ასევე იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებისა  და პარტნიორობის განვითარების პერსპექტივების შესახებ.