სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების სამსახური


სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების სამსახური


სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების სამსახური წარმოადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულს რექტორის აპარატში, რომლის ძირითადი ფუნქციებია; 

1. საკარიერო სერვისის განვითარება;

2. თსსუ–ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან კომუნიკაცია;

3. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის, სტუდენტური ორგანიზაციებისა და კლუბების კოორდინაცია და საქმიანობის ხელშეწყობა;

 4. სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულთათვის დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობა და ამ მიზნით თანამშრომლობის კოორდინირება სამოქალაქო, კერძო და სახელმწიფო სექტორთან.


კარიერული განვითარების მიმართულება:

1. სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების პროფესიული და საკარიერო განვითარების ხელშეწყობა;  

2. დამსაქმებლებთან, პროფესიულ და დამსაქმებელთა ასოციაციებთან ურთიერთობა;

3. საერთაშორისო და ადგილობრივი სტაჟირების პროგრამების ორგანიზება.;

4. სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მიზნობრივი კვლევების განხორციელება.


სტუდენტთა მომსახურების ცენტრი:

1.    სტუდენტებისათვის საინფორმაციო და საკონსულტაციო სერვისების განვითარება;

2.    საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციების, ლექცია-სემინარების, ტრენინგების  და მასტერკლასების ორგანიზება;

3.    უნივერსიტეტის სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული, ეთნიკური უმცირესობის და უცხოელი სტუდენტების  საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა;  

4.   სტუდენტური სოციალური პროექტების ორგანიზება და განხორციელება.


 აგრეთვე:

1. კურსდამთავრებულთა კლუბის ფუნქციონირება;

2. სტუდენტური სერვისების განვითარება, სტუდენტური თვითმმართველობის,  სტუდენტური ორგანიზაციებისა და სტუდენტური კლუბების საქმიანობის ხელშეწყობა დებულებით გათვალისწინებული წესით;

3. უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, ურთიერთობა შესაბამის სახელმწიფო, კერძო, სამოქალაქო ორგანიზაციებთან და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელების მიზნით. 


აღნიშნული ფუნქციების განხორციელების მიზნით სამსახური: 


1. უზრუნველყოფს კოორდინაციას სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შორის;

2. ახორციელებს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამებს;

3. თანამშრომლობს დამსაქმებელ კომპანიებთან და იძიებს ვაკანსიებს კერძო თუ სახელმწიფო უწყებებში პროფესიული მიმართულებით; 

4. ახორციელებს დასაქმების ფორუმს;

5. ახორციელებს კურსდამთავრებულთა მიზნობრივ კვლევებს;

6. ახორციელებს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ინფორმირებას უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებთან  დაკავშირებით;

7. ახორციელებს სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამებს და საქველმოქმედო საქმიანობას;

8. კოორდინირებას უწევს კურსდამთავრებულთა კლუბის საქმიანობას; 

9. კოორდინაციას უწევს სტუდენტური ღონისძიებებისთვის განსაზღვრული წლიური ბიუჯეტის დაგეგმვას; 

10. ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სტუდენტური ორგანიზაციების და კლუბების საქმიანობას;

11. ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სტუდენტური პროექტების განხორციელებას; 

12. ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტის ყოველწლიური სტუდენტური პროგრამების და პროექტების განხორციელებას.


თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს შემდეგი კლუბები და ორგანიზაციები:


1. თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა:

        პრეზიდენტის გზავნილი; ისტორია; სტრუქტურა;

2. ივ.თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება; 

3. მედიკოს სტუდენტთა ასოციაციების მსოფლიო ფედერაცია (IFMSA); 

4. ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია-თბილისი (EMSA); 

5. ევროპის სტომატოლოგ სტუდენტთა ასოციაცია (EDSA);

6. საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაცია (GPSA); 

7. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტუდენტური ორგანიზაცია;

8. სტუდენტური სამეცნიერო–კვლევითი კლუბი “ენდევორი”;

9. ინეტელექტ–კლუბი;

10. კინოკლუბი MEDICINEMA ; 

11. საქართველოს თანასწორობის ასოციაციის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობა GAFE.



სამსახურის თანამშრომლები:

თამარ საგანელიძე - სამსახურის უფროსი   

Email: t.saganelidze@tsmu.edu


ნინო სახანბერიძე-უფროსის მოადგილე

Email: n.sakhanberidze@tsmu.edu


ანუკი კეჭაყმაძე-მთავარი სპეციალისტი

Email: a.kechaqmadze@tsmu.edu





სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების სამსახური

ვაჟა-ფშაველას N33, 0186 თბილისი, საქართველო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი

პირველი სართული, ოთახი N101

ტელეფონი:

(+995 32) 2 54 24 00

E-mail: students@tsmu.edu

Facebook: https://www.facebook.com/studentsalumnicareer?mibextid=LQQJ4d