2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან სტუდენტების მობილობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის, საქართველოს განათ-ლებისა და მეცნიერების მინისტრის N10/ნ, 04.02.2010 ბრძანების, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის N1.1/63 (04/08/2021წ.) ბრძანების შესაბამისად, 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან სტუდენტების მობილობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით,

ვბრძანებ:

I. 2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გადმოყვანის წესით სტუდენტთა ჩარიცხვა განხორციელდეს უნივერსიტეტში რეგისტრირებულ და გამოქვეყნებულ ვაკანტურ ადგილებზე, მათ შორის:

1) დიპლომირებული მედიკოსი - 5 ადგილი;
2) დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა – 5 ადგილი;
3) დიპლომირებული მედიკოსი (ინგლისურენოვანი) - 15 ადგილი;
4) დიპლომირებული სტომატოლოგი (ინგლისურენოვანი ) – 5 ადგილი;
5) დიპლომირებული სტომატოლოგი – 5 ადგილი;
6) საზოგადოებრივი ჯანდაცვა - 35 ადგილი;
7) საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი - 15 ადგილი;
8) ფარმაცია – 20 ადგილი;
9) ფარმაცია (ინგლისურენოვანი) – 15 ადგილი;
10) ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია – 15 ადგილი;
11) ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია (ინგლისურენოვანი) – 5 ადგილი;
12) საექთნო საქმის ბაკალავრის (ექთანი) ქართულ-ავსტრიული საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ადგილი;
13) საექთნო საქმე (ბებიაქალი) – 5 ადგილი;
14) სადოქტორო პროგრამა „მედიცინა“–1 ადგილი (კვლევის სფერო – ნეიროდეგენერაციული ცვლილებების პათოგენეზი);
15) სამაგისტრო პროგრამა „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ - 1 ადგილი.

II. გადმოყვანის წესით ჩარიცხვის მსურველმა თსსუ-ის შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში 2021 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

1. მოტივირებული განცხადება სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის სახელზე;
2. საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
3. სრული ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან;
4. ვაჟებისათვის - სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
5. მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
6. ორი ფოტოსურათი (3X4, ელექტრონული ვერსიაც);
7. ცნობა შეფასებისა და საგამოცდო ეროვნული ცენტრიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასებების შესახებ;

III. პრეტენდენტების განცხადებების და დოკუმენტაციის რეგისტრაციის, გადმოყვანის წესით ჩარიცხვის მსურველ პირთა საბუთების შესწავლისა და სტუდენტის მიერ ათვისებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ მოტივირებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეიქმნას სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობის დამდგენი კომისია (შემდგომში კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

1. ხათუნა თოდაძე - ვიცე-რექტორი;
2. სოფიო ბახტაძე - ვიცე-რექტორი;
3. ირინე კვაჭაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი;
4. რუსუდან რუხაძე - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი;
5. დავით თოფურია -მედიცინის და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანი;
6. ნანა ყიფიანი - სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი;
7. თამარ ჩიკვილაძე - ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი;
8. მარინა ციმაკურიძე - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი;
9. ლელა მასხულია - ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი;
10. თინათინ ჩიქოვანი - სასწავლო პროგრამების მართვის, შეფასებისს და სტუდენტთა რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი;

IV. კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში, სტუდენტთა გადმოყვანის წესით ჩარიცხვისათვის აუცილებელია:

1) კომისიის მოტივირებული დასკვნა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ, რომელშიც პირი სწავლობდა, მის მიერ მიღებული სავალდებულო კრედიტსაათების გათვალისწინებით;
 
2) მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს ჩარიცხვის წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამის წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესაბამისი საგანამანათლებლო პროგრამისთვის განსაზღვრული საგნები და თითოეულ მათგანში გადალახული უნდა ჰქონდეთ თსსუ-ს აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

3) თსსუ რეესტრში ასახავს სტუდენტთა ჩარიცხვის ბრძანების პროექტს და მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად.

V. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დადებითი დასკვნის მიღების, თსსუ-ის მიერ დადგენილი სწავლის საფასურის გადახდისა და სტუდენტის პირადი საქმის წარმოდგენის საფუძვლებზე, თსსუ-ის რექტორი გამოსცემს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გადმოყვანის წესით სტუდენტთა ჩარიცხვის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აისახება რეესტრში, ხოლო 3 სამუშაო დღის ვადაში იგზავნება მართვის სისტემაში .

VI. დაევალოს საქმისწარმოების სამსახურს (ნ.ჩიხრაძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების განთავსება უნივერსიტეტში თვალსაჩინო ადგილას.

VII. დაევალოს საზოგადოებრივ ურთიერთობათა და პროტოკოლის სამსახურს (გ. ჭიჭინაძე) წინამდებარე ბრძანების განთავსება თსსუ-ის ვებგვერდზე.

VIII. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.

IX. ეს ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია