სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან სტუდენტების მობილობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 6 აგვისტოს N777507 ბრძანების ნაწილის ბათილად ცნობის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 62-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის N124/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინი უნივერსტიტეტის წესდების" მე-14 მუხლის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ბათილად იქნეს ცნობილი და ამოღებული „2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან სტუდენტების მობილობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 6 აგვისტოს N777507 ბრძანების პირველი პუნქტის მე-2, მე-7 და მე-15 ქვეპუნქტები.

2. დაევალოს საქმისწარმოების სამსახურს (ნ.ჩიხრაძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების განთავსება უნივერსიტეტში თვალსაჩინო ადგილას.

3. დაევალოს საზოგადოებრივ ურთიერთობათა და პროტოკოლის სამსახურს (გ. ჭიჭინაძე) წინამდებარე ბრძანების განთავსება თსსუ-ის ვებგვერდზე.

4. ეს ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია