მუხლი 4. უნივერსიტეტის სტრუქტურა
1. უნივერსიტეტი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან– ფაკულტეტებისაგან, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისაგან– ინსტიტუტებისაგან, ბიბლიოთეკის, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებისაგან და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან –
რექტორის აპარატის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, საქმისწარმოების სამსახურის, მართვის ორგანოების სამდივნოების, მუზეუმისგან და ამ წესდებით განსაზღვრული სხვა დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან, რომელთა საქმიანობა განისაზღვრება ამ წესდებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით.
1 1. გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულების შექმნის ან გაუქმების შესახებ იღებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესდებით და ამ წესდებით დადგენილი წესით დამტკიცებული შესაბამისი დებულებით.
2. უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფენ ფაკულტეტებზე არსებული სასწავლო დეპარტამენტები, მიმართულებები, სასწავლო ცენტრები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 აპრილის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 03.05.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №181/ნ - ვებგვერდი, 18.10.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 12.06.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №150/ნ- ვებგვერდი, 15.07.2019წ.
მუხლი 5. უნივერსიტეტის მართვა
1. უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია):
ა) აკადემიური საბჭო;
ბ) წარმომადგენლობითი საბჭო;
გ) რექტორი;
დ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი);
ე) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია:
ა) ფაკულტეტის საბჭო;
ბ) დეკანი;
გ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
2 1.დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოებია: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი.
3. მართვის ორგანოების არჩევნები, გარდა დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოებისა, რეგულირდება უნივერსიტეტის და ფაკულტეტის მართვის ორგანოების არჩევნების ჩატარების შესახებ დებულებით. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოების არჩევის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 აპრილის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 03.05.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 12.06.2018წ.
მუხლი 6. უნივერსიტეტის მართვის პრინციპები
1. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს:
ა) უნივერსიტეტის გადაწყვეტილებების, რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის(კანცლერის)
ანგარიშებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროობას.
ბ) აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალის და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას;
გ)აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალის და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებასა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში;
დ) თანასწორ მოპყრობას განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისა და სხვა;
ე) უნივერსიტეტში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას.
2. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 აპრილის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 03.05.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 12.06.2018წ.
მუხლი 7. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო
1. უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრის, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის
საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ, პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
2. აკადემიური საბჭოს წევრი აირჩევა ექვსი წლის ვადით.
3.უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში თითოეულ ფაკულტეტს ჰყავს სამი წარმომადგენელი, უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებს – თითო წარმომადგენელი.
4. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი ან ასოცირებულიპროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
5. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) უნივერსიტეტთან მისი შესაბამისი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა;
ბ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
გ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
დ) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული
თანამდებობის დაკავება;
დ1) პირადი განცხადება;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.
6. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს წევრის არჩევა ხდება უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით.
7. (ამოღებულია - 17.10.2017, №181/ნ).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №188/ნ - ვებგვერდი, 29.11.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 აპრილის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 03.05.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №181/ნ - ვებგვერდი, 18.10.2017წ.
მუხლი 8. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება
1. კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელდებლად, აკადემიური საბჭო:
ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
ბ) ფაკულტეტის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
ბ1) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორს;
ბ2) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით განიხილავს და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს;
ბ3) განიხილავს და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს;
ბ4) უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით განიხილავსდაამტკიცებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს;
ბ5) ფაკულტეტის წარდგინებით განიხილავს და ამტკიცებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მიერ სტუდენტთა საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში მონაწილეობის, აგრეთვე სტუდენტთა სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა დასამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში ჩართვის წესს;
გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;
დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს;
ე) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) კონკურსის საფუძველზე ღია კენჭისყრით შერჩეულ კანდიდატურას;
ვ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას;
ზ) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) ახალ კანდიდატურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში;
თ) მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში;
ი) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;
კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ- მინისტრი) ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;
ლ) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;
მ) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს;
ნ) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას;
ო) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფარული კენჭისყრით შერჩეულ უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას;
პ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ჟ) წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
რ) ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს;
ს) უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;
ტ) ამტკიცებს აკადემიური საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელ აქტებს;
უ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
2. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.
3. (ამოღებულია - 28.11.2013, №188/ნ).
4. რექტორს აკადემიური საბჭოს წევრობა უწყდება რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №188/ნ - ვებგვერდი, 29.11.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 აპრილის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 03.05.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 12.06.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 13 ივნისის ბრძანება №103/ნ- ვებგვერდი,
13.06.2024წ.
მუხლი 9. აკადემიური საბჭოს სხდომების ჩატარების წესი
1. ახლად არჩეული აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე არჩეულ წევრთა უფლებამოსილების დადასტურება ხდება იმავე მოთხოვნების დაცვით, რაც დადგენილია უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის.
2. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა ორ თვეში ერთხელ მაინც, რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ.
3. აკადემიური საბჭოს მდივანი აირჩევა საბჭოს წევრთა შემადგენლობიდან, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კენჭისყრით.
4. აკადემიური საბჭოს თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმის უფლებით. სხდომაზე დაუსწრებლობის მიზეზი ეცნობება სხდომის თავმჯდომარეს წერილობით. საბჭოს წევრები სხდომაზე ცხადდებიან სპეციალური მოწვევის გარეშე. აკადემიური საბჭოს მუშაობის პერიოდში აკადემიური საბჭოს წევრს უფლება აქვს დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც აკადემიური საბჭოს განხილვის საგანია, გამოთქვას თავისი აზრი, დასვას შეკითხვები, ისარგებლოს კანონმდებლობითი და ამ წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებით.
5. სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, აკადემიური საბჭოს წევრთა მონაწილეობით შექმნას კონკრეტული საკითხების შემსწავლელი კომისიები, სამუშაო ჯგუფები. შესაძლებელია კომისიები და სამუშაო ჯგუფები შეიქმნას აკადემიური საბჭოს მიერ მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლების, უნივერსიტეტის თანამშრომლების და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით.
6. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება აკადემიური საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომის გახსნისა და გადაწყვეტილებების მიღების წინ ხდება წევრთა რეგისტრაცია აკადემიური საბჭოს მდივანთან (რეგისტრაციის მონაცემები თან ერთვის სხდომის ოქმს და წარმოადგენს ოქმის განუყოფელ ნაწილს).
7. აკადემიური საბჭოს სხდომები შეიძლება იყოს დახურული.
8. აკადემიური საბჭოს მდივანი აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ სამი დღით ადრე (გარდა რიგგარეშე სხდომისა), ადგენს სხდომის დღის წესრიგს. დღის წესრიგს მიკუთვნებულ საკითხებთან ერთად მიეთითება მომხსენებელი პირი.
9. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, სხდომის მიმდინარეობის პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღოს ღია კენჭისყრით ან კენჭისყრის სხვა ფორმით, დამსწრეთა უმრავლესობით.
10. აკადემიური საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომლის რეგისტრაციის უწყვეტობას უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს მდივანი. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება უნივერსიტეტის ბეჭედი.
11. აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი მოიცავს:
ა) სხდომის თარიღსა და ადგილს;
ბ) სხდომის წევრებისა და მოწვეულ პირთა სიას;
გ) გამოცხადებულ პირთა ვინაობას;
დ) დღის წესრიგს;
ე) მიღებულ გადაწყვეტილებებს.
12. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, დადგენილების ფორმით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც აკადემიური საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება.
მუხლი 10. წარმომადგენლობითი საბჭო
1. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც აირჩევა უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიურ პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ფაკულტეტებზე მათი რაოდენობის პროპორციულად.
2.უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს ჰყავთ ორ-ორი წარმომადგენელი მეცნიერ-თანამშრომელთა შემადგენლობიდან, რომელსაც ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება ექვსი წლის ვადით, საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
4. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ორმაგი ოდენობით. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტი არჩევნებში მონაწილეობს როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ.
5. წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტებს ირჩევს ფაკულტეტის სტუდენტების ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული ფაკულტეტის ყველა სტუდენტი, მათ შორის დოქტორანტი. აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს ირჩევს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული ფაკულტეტის ყველა პროფესორი.
6. წარმომადგენლობით საბჭოში შედის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წარმომადგენელი.
7. პროფესორისა და სტუდენტისთვის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია ამ უნივერსიტეტთან მისი შესაბამისი აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.
8. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებისას გამოიყენება აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის განსაზღვრული საფუძვლები.
9. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად იმავე ვადით.
10. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №188/ნ - ვებგვერდი, 29.11.2013წ.
მუხლი 11. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება
1. წარმომადგენლობითი საბჭო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად:
ა) შეიმუშავებს უნივერსიტეტის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს;
ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს;
გ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
დ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს;
ე) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
ვ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წარდგინებით;
ზ) ამტკიცებს უნივერსიტეტის სტრუქტურას ხელმძღვანელის (კანცლერის) წარდგენის საფუძველზე;
თ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წლიურ ანგარიშს;
ი) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (კანცლერს);
კ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წარდგინებით;
ლ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს:
ლ.ა) აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;
ლ.ბ) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითიერთეულების სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;
ლ.გ) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს;
მ) ღია კენჭისყრით ამტკიცებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
ნ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. წარმომადგენლობითი საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 აპრილის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 03.05.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 12.06.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 13 ივნისის ბრძანება №103/ნ- ვებგვერდი,
13.06.2024წ.
მუხლი 12. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი
1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი, რომელსაც ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან საბჭოს უფლებამოსილების ვადით.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი სურვილი;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
გ) გარდაცვალება;
დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება;
ვ) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ სამი თვის განმავლობაში სპიკერის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 აპრილის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 03.05.2016წ.
მუხლი 13. წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის წესი
1. ახლად არჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას თავმჯდომარეობს სხდომის უხუცესი წევრი.
2. ახლად არჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომაზე უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საბჭოს მოახსენებს არჩევნების შედეგებს და სხდომის თავმჯდომარეს გადასცემს საბჭოს წევრთა უფლებამოსილების დამადასტურებელ საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმები, მასალები არჩევნების შედეგების, მისი მოწყობის სისწორის, შემოსული საჩივრების, განცხადებებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების და სხვასაარჩევნო ინფორმაციის შესახებ).
3. სხდომის თავმჯდომარე სხდომის მონაწილეებს აცნობს სარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას და დოკუმენტაციას.
4. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების დადასტურების თაობაზე საბჭოს დადგენილებაში შეიტანება ყველა ის პირი, რომლის არჩევა კანონიერად ჩათვალა უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ და დადასტურებულად მიიჩნია სხდომის მონაწილეთა სრული შემადგენლობის უმრავლესობამ.
5. თუიმპირთა რაოდენობა,რომლისუფლებამოსილებაცწარმომადგენლობითმა საბჭომ დაადასტურა, სრული შემადგენლობის ნახევარზე ნაკლებია, მაშინ სხდომა წყდება. ახლად არჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს მომდევნო სხდომას იწვევს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტის არჩევიდან 10 დღის ვადაში.
6. წარმომადგენლობითი საბჭო თავისი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს.არჩეულად ჩაითვლებაპირი, რომელსაც მხარს დაუჭერს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ორზე მეტია და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმავე დღეს ორ საუკეთესო შედეგების მქონე პრეტენდენტს შორის გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, 5 დღისვადაში იმართებაწარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა დასპიკერისშერჩევი პროცედურა იმართება ხელახლა.
7. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა მოიწვევა წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) ინიციატივით ან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ.
8. წარმომადგენლობითი საბჭოს თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმით. სხდომაზე დაუსწრებლობის მიზეზი ეცნობება სხდომის თავმჯდომარეს წერილობით. საბჭოს წევრები სდომაზე ცხადდებიან სპეციალური მოწვევის გარეშე. წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის პერიოდში წევრს უფლება აქვს დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც წარმომადგენლობითი საბჭოს განხილვის საგანია, წამოაყენოს წინადადებები, შენიშვნები და შესწორებები განსახილველ საკითხზე. შესთავაზოს კანდიდატურები და გამოთქვას თავისი აზრი ასარჩევი, დასანიშნი ან წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დასამტკიცებელი კანდიდატურების მიმართ, დასვას შეკითხვები, ისარგებლოს კანონმდებლობითი და ამ წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებით.
9. სრული შემადგენლობის უმრავლესობით წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია შექმნას კონკრეტული საკითხების შემსწავლელი კომისიები და/ან სამუშაო ჯგუფები, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მონაწილეობით. შესაძლებელია კომისიები და სამუშაო ჯგუფები შეიქმნას წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების, საზოგადოებისის წარმომადგენლების, უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სხვა დაინტერესებულ პირთა
მონაწილეობით.
10. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების მოწვევას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანი, რომელიც აირჩევა საბჭოს წევრთა შემადგენლობიდან.
11. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომის გახსნისა და გადაწყვეტილებების მიღების წინ ხდება წევრთა რეგისტრაცია წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანთან. (რეგისტრაციის მონაცემები თან ერთვის სხდომის ოქმს და წარმოადგენს ოქმის განუყოფელ ნაწილს).
12. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები შეიძლება იყოს დახურული.
13. საკითხები, რომლებიც საიდუმლოების დაცვას საჭიროებენ, დამსწრეთა უმრავლესობით ცხადდება მთლიანად ან ნაწილობრივ დახურულად. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს განსაზღვრავს საბჭოს სპიკერი.
14. სხდომის დროს წევრები, მოწვეული პირები ვალდებული არიან დაიცვან დადგენილი ეთიკის ნორმები და სხვა მოთხოვნები.
15. სხდომაზე განსახილველი საკითხები დგინდება არანაკლებ სამი დღით ადრე (გარდა რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგისა), დღის წესრიგს მიკუთვნებულ საკითხებთან ერთად მიეთითება მომხსენებელი პირი.
16. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია, სხდომის მიმდინარეობის პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღოს ღია კენჭისყრით, დამსწრეთა უმრავლესობით.
17. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომლის რეგისტრაციის უწყვეტობას უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი და მდივანი.
18. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ოქმი მოიცავს:
ა) სხდომის თარიღსა და ადგილს;
ბ) სხდომის წევრებისა და მოწვეულ პირთა სიას;
გ) გამოცხადებულ პირთა ვინაობას;
დ) დღის წესრიგს ;
ე) მიღებულ გადაწყვეტილებებს.
19. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია დადგენილების ფორმით მიიღოს გადაწყვეტილება
ყველა იმ საკითხზე, რომელიც წარმომადგენლობითი საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება.