საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერის ბრძანებებისათვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ (24.04.2012 N23/01)


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის N.413 დადგენილების, ა(ა)იპ ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტად“ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით:


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერის (ადმინისტრაციის ხელმძღვანელის) ყველა ბრძანებას, არასამეწარმეო (არაკომერციულიურიდიულ პირად ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტად რეორგანიზაციის შემდგომ გაუგრძელდეს მოქმედების ვადა.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერის (ადმინისტრაციის ხელმძღვანელისბრძანებები მოქმედების ძალას კარგავსთუ:

ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული არასამეწარმეო (არაკომერციულიურიდიული პირის ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ კანცლერის (ადმინისტრაციის ხელმძღვანელის) ახალ ბრძანებაში;

არასამეწარმეო (არაკომერციულიურიდიული პირის ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ კანცლერის (ადმინისტრაციის ხელმძღვანელისბრძანება არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერის (ადმინისტრაციის ხელმძღვანელისბრძანებით მოწესრიგებულ ურთიერთობას;

არ არსებობს ის სამართლებრივი ურთიერთობებირომლებსაც არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერის (ადმინისტრაციის ხელმძღვანელის) ბრძანება.


   კანცლერი,  პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე