დამტკიცებულია თსსუ-ის აკადემიური საბჭოს
2020 წლის 09 მარტის №24/12 დადგენილებით

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილება თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 07 მაისის N24/5 დადგენილებით დამტკიცებულ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის შესახებ დებულებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე:


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, თსსუ-ის წესდების მე-8 მუხლის საფუძველზე:


მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის შესახებ დებულების“
1. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„7.ფაკულტეტის დეკანი წინამდებარე დებულების გათვალისწინებით მომზადებულ სადოქტორო კვლევის პროგრამას, ექსპერტიზისა და ეთიკური შეფასების მასალებთან ერთად, წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს. დადებითი დასკვნისა და მეცნიერების მიმართულებით ვიცე-რექტორის ვიზირების შემდეგ პროგრამა დასამტკიცებლად გადაეცემა აკადემიურ საბჭოს. აკადემიური საბჭო ამტკიცებს სადოქტორო კვლევის პროგრამას და მის ხელმძღვანელს“.

2. მე-5 მუხლის:

1. პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„1. დოქტორანტურაში სწავლის ვადა განისაზღვრება 6 (ექვსი) სემესტრით და მოიცავს 180 კრედიტს; დოქტორანტურაში ჩარიცხვიდან ექვსი სემესტრის გასვლის შემდეგ, დოქტორანტის მიერ სწავლისა და კვლევის პროცესის დაუსრულებლობის შემთხვევაში, დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელს უფლება აქვს სწავლის/კვლევის პროცესის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს ფაკულტეტის საბჭოს. შუამდგომლობა იმ შემთხვევაში ჩაითვლება დასაბუთებულად, თუ მას თან ერთვის:

ა) ინფორმაცია დოქტორანტის მიერ სასწავლო კომპონენტის დასრულებისა და კრედიტების მოპოვების შესახებ;
ბ) დოქტორანტურაში სწავლის პერიოდში წარმოდგენილი ყოველწლიური ანგარიშების ასლები, დამოწმებული სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურის მიერ;
გ) შესრულებული უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის - სადისერტაციო ნაშრომის, ორი მესამედი მაინც.“
2. დაემატოს 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
 
„11. ფაკულტეტის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას დოქტორანტისათვის სემესტრების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ, მაგრამ არა უმეტეს 4 სასწავლო სემესტრისა. საბჭოს გადაწყვეტილება წარედგინება რექტორს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.“

3. მე-16 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს “შენიშვნა“.

4. დაემატოს მე-51 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 51. დოქტორანტის სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა
1. დოქტორანტის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები განსაზღვრულია თსსუ- ის წესდებით.
2. თსსუ-ის წესდების 33-ე მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულის გარდა, დოქტორანტს სტატუსი შეუწყდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პლაგიატის ან მონაცემების გაყალბების შემთხვევაში;
ბ) დოქტორანტის მიერ სწავლისა და კვლევის პროცესის ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში.“

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს დამტკიცებისთანავე.