თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
აკადემიური საბჭოს დადგენილება №24/5
(19.02.2018)

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილება თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 07 მაისის N24/5 დადგენილებით დამტკიცებული „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის შესახებ დებულებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე:


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე:
მუხლი 1. თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 07 მაისის N24/5 დადგენილებით დამტკიცებული „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის შესახებ დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ე) სადოქტორო კვლევის პროგრამის ხარჯთაღრიცხვის განხილვა ხორციელდება თსსუ–ის ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ, რომელსაც ამტკიცებს თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭო“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს დამტკიცებისთანავე.