თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
აკადემიური საბჭოს დადგენილება №24/4
(20.02.2017)
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილება თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 07 მაისის N24/5 დადგენილებით დამტკიცებული „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის დოქტორანტურის შესახებ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე:
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე:
მუხლი 1. თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 07 მაისის N24/5 დადგენილებით დამტკიცებული „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის დოქტორანტურის შესახებ დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-7, მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. მოთხოვნები
სადოქტორო კვლევის პროგრამისადმი
2. სადოქტორო პროგრამის
მოცულობის 75% უნდა მოიცავდეს კვლევით კომპონენტს (სადოქტორო კვლევის პროგრამა), ხოლო 25% - სასწავლო კომპონენტს.
3. სადოქტორო
კვლევის პროგრამის წინასწარი
განხილვა ფაკულტეტის დეკანის
გადაწყვეტილებით ხორციელდება იმ მიმართულების (დეპარტამენტის) სხდომაზე, სადაც მომზადდა სადოქტორო კვლევის პროგრამა.
პროგრამის ხელმძღვანელი უნდა იყოს დოქტორის
აკადემიური ხარისხის მქონე პროფესორი, ასოცირებული პროფესორი ან ემერიტუსი, თსსუ-ის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის
მთავარი მეცნიერი. თანახელმძღვანელი შესაძლებელია იყოს დოქტორის
აკადემიური ხარისხის მქონე
პირი.
4. წინასწარი
განხილვის შემდეგ ტარდება
სადოქტორო კვლევის პროგრამის
ექსპერტიზა. სადოქტორო კვლევის
პროგრამების ექსპერტიზა გულისხმობს ამ დებულებით დადგენილი
წესით წარმოდგენილი სადოქტორო კვლევის პროგრამის
სამეცნიერო, მეთოდური და მოსალოდნელი შედეგების თეორიული და პრაქტიკული ღირებულების შეფასებას, სასწავლო კომპონენტის ადეკვატურობას პროგრამის შინაარსთან.
ა) სადოქტორო
კვლევის პროგრამის 2 ეგზემპლარი ექსპერტიზისთვის გადაეცემა ფაკულტეტის ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახურს, რომელსაც თან უნდა ახლდეს შესაბამისი დეპარატამენტის დასკვნა
წარმოდგენილი პროგრამის განხილვის შესახებ.
ბ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
უზრუნველყოფს სადოქტორო კვლევის
პროგრამის შეფასებას დადგენილი
წესით (იხ. ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახურის დებულება).
გ) ექსპერტიზის დასრულებიდან 10 დღის ვადაში ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახური შეიმუშავებს სათანადო რეკომენდაციებს, რომლებსაც
წარუდგენს სამეცნიერო მუშაობის
კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურს, ხოლო ეს უკანასკნელი – სადოქტორო კვლევის
პროგრამის ხელმძღვანელს.
დ) დაინტერესებული პირი უფლებამოსილია შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მოამზადოს და წარადგინოს სადოქტორო
კვლევის პროგრამა, ან დასაბუთებული უარი
განაცხადოს შენიშვნებისა და რეკომენდაციების გაზიარებაზე. ე) სადოქტორო კვლევის
პროგრამის ხარჯთაღრიცხვის განხილვა
ხორციელდება თსსუ ფინანსური
და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიერ.
ვ) სამეცნიერო გრანტით დაფინანსებული პროგრამები ფაკულტეტზე ფინანსურ ექსპერტიზას არ ექვემდებარება.
7. ფაკულტეტის
დეკანი წინამდებარე დებულების გათვალისწინებით მომზადებულ სადოქტორო კვლევის პროგრამას, ექსპერტიზისა და ეთიკური
შეფასების მასალებთან ერთად, წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს. ფაკულტეტის საბჭოს დადებითი დასკვნისა
და ვიცე-რექტორის ვიზირების
შემდეგ პროგრამა დასამტკიცებლად გადაეცემა აკადემიურ საბჭოს.
აკადემიური საბჭო ამტკიცებს
სადოქტორო კვლევის პროგრამას და მის ხელმძღვანელს.
8. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული სადოქტორო კვლევის პროგრამა ქვეყნდება უნივერსიტეტის ბეჭდვით ორგანოში, განთავსდება ვებ- გვერდზე და ცხადდება მისაღები კონკურსი.“
2. მე-3 მუხლის პირველი, მე-5, მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3.
სადოქტორო კვლევის
პროგრამაში უნდა აისახოს:
1. სადოქტორო კვლევის პროგრამის სახელწოდება, შესაბამისი დარგი/სპეციალობა.
5. ინფორმაცია სადოქტორო კვლევის
პროგრამის სტრუქტურის შესახებ:
კვლევითი და სასწავლო კრედიტების რაოდენობა და განაწილება;
8. შეთანხმებები კვლევით ან სხვა დაწესებულებებთან, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ დაგეგმილი სადოქტორო კვლევის პროგრამის შესრულებაში.“
3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დოქტორანტურაში მიღება ცხადდება თსსუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ კონკრეტულ სადოქტორო კვლევის პროგრამაზე.“
4. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი (ამოღებულია).
5. მე-5 მუხლის
პირველი, მე-6, მე-7, მე-12, მე-16 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დოქტორანტურაში სწავლის ვადა განისაზღვრება მინიმუმ 3 (სამი) წლით და მოიცავს 180 კრედიტს“.
„6. კვლევითი
კომპონენტის შესრულების და შეფასების წესს განსაზღვრავს სამეცნიერო ხელმძღვანელი, რაც დეტალურად
უნდა იყოს ასახული
სადოქტორო კვლევის პროგრამის
შესრულების გეგმა-ბარათში.
7. დოქტორანტურის კვლევითი ან/და სასწავლო
კომპონენტის განხორციელების მიზნით უნივერსიტეტი უფლებამოსილია გააფორმოს
ხელშეკრულება საქართველოს და უცხოეთის
სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო დაწესებულებებთან.
12. დოქტორანტურის
დასრულების შემდეგ დოქტორანტმა უნდა წარმოადგინოს მის მიერ შესრულებული სამეცნიერო ნაშრომი (დისერტაცია).
16. სადოქტორო კვლევის პროგრამის დამთავრების, შესაბამისი კრედიტების შესრულების და გამოცდების ჩაბარების შემდეგ იმ დეპარტამენტში, სადაც შესრულდა სადოქტორო კვლევის პროგრამა, ხდება სადისერტაციო ნაშრომის წინასწარი განხილვა-აპრობაცია, რომლის ჩატარების დრო და თარიღი უნდა ეცნობოს სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურს. წინასწარი განხილვის (აპრობაციის) ოქმი უნდა მოიცავდეს: პროგრამის აქტუალობის, ნაშრომის მეცნიერული, თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის შეფასებას, სტრუქტურისა და ენობრივი გამართულობის განსაზღვრას, დასკვნას ნაშრომის ძირითადი შედეგების ორიგინალობის შესახებ. ნაშრომი დადებითი შეფასების შემდეგ წარედგინება სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურს, რომელიც წარმოდგენილი დოკუმენტაციის ექსპერტიზის შემდეგ დისერტაციას გადასცემს შესაბამის სადისერტაციო საბჭოს.“
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტმა ვადაში ვერ დაიცვა დისერტაცია, დოქტორანტურაში სწავლის პერიოდში შესრულებული კრედიტები ძალაშია მომდევნო ხუთი სასწავლო წლის განმავლობაში.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს დამტკიცებისთანავე.
Copyright © 2018 | Created By Integral Web Studio