დამტკიცებულია თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს
2012 წლის 8 ივნისის №23/5 დადგენილებით



სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის
დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (შემდგომში “უნივერსიტეტი”)სტომატოლოგიის ფაკულტეტი (შემდგომში “ფაკულტეტი”) წარმოადგენს უნივერსიტეტის ძირითად სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელიც აკადემიური თავისუფლების პირობებში ახორციელებს სასწავლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს.(07.03.2018 №23/3)
2. ფაკულტეტი ვალდებულია შეუქმნას სტუდენტს საქართველოს სახელმწიფო განვითარების დონიდან გამომდინარე საუკეთესო პირობები სწავლისა და დამოუკიდებელი კვლევისთვის, უზრუნველყოს მეცნიერების შესაბამის დარგში თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი, მომავალზე ორიენტირებული განათლების მიღების შესაძლებლობა და მუდმივად იზრუნოს სასწავლო პირობების გაუმჯობესებაზე. საგანმანათლებლო პროგრამების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს მიანიჭოს შესაბამისი აკადემიური ხარისხი და გასცეს ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. ფაკულტეტის საქმიანობა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, უნივერსიტეტის წესდების, უნივერსიტეტის შინაგანაწესის და წინამდებარე დებულების საფუძველზე, რომელსაც ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით, აკადემიური საბჭოს დადებითი დასკვნის საფუძველზე ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო.
4. ფაკულტეტს აქვს მრგვალი ბეჭედი, შტამპი, სატიტულო ფურცელი და ლოგო.

მუხლი 2. ფაკულტეტის ამოცანები და ფუნქციები

1. ფაკულტეტი მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად:
ა) შეიმუშავებს ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ადგენს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებსა და გეგმებს;
ბ) სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრავს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდისთვის;
გ) უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით, ირჩევს მართვის ორგანოების წარმომადგენლებს;
დ) ირჩევს სწავლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს;
ე) საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, ადგენს ფაკულტეტის მიერ მოზიდული ფინანსებისა და მის მფლობელობაში არსებული ქონების ფლობასა და სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს;
ვ) მონაწილეობს უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო პოლიტიკის ძირითადი სტრატეგიის შემუშავებაში.

2. ფაკულტეტის ფუნქციებია:

ა) სტომატოლოგიის სპეციალობებში დიპლომამდელი უმაღლესი სამედიცინო განათლებისათვის სასწავლო პროგრამისა და კურიკულუმის მომზადება, მისი მუდმივი სრულყოფა და მის განხორციელებაში მონაწილეობა;
ბ) სტომატოლოგთა დიპლომისშემდგომი მზადების პროგრამის მუდმივი სრულყოფა და მის განხორციელებაში მონაწილეობა, მათ შორის ”მასტერ პროგრამების” და სადოქტორო პროგრამების განხორციელება სამეცნიერო კვლევის თანამედროვე მეთოდების ათვისებითა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებით;
გ) სხვადასხვა მომიჯნავე სპეციალობების გადამზადებისთვის მოკლევადიანი მზადების (~მოკლევადიანი რეზიდენტურის) არსებული სასწავლო პროგრამისა და კურიკულუმის მუდმივი სრულყოფა, მის განხორციელებაში მონაწილეობა;
დ) უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების მომზადება და მათი განხორციელება;
ე) უწყვეტი პროფესიული განვითარების კომპონენტების განხორციელების სარეკომენდაციო ფორმების მომზადება, სტომატოლოგიური სპეციალობების აღწერილობის (სპეციალობის პასპორტის) მომზადება და მისი მუდმივი სრულყოფა;
ვ) ევროპული კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების სისტემის შესაბამისი შინაარსის, ორიენტაციისა და სტრუქტურის პროგრამებისა და კურიკულუმის შემუშავება, დანერგვა და განვითარება;
ზ) ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება, მათ შორის საერთაშორისო სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან ერთად;
თ) სახელმძღვანელოების, მეთოდური რეკომენდაციებისა და გაიდლაინების შემუშავება და განვითარება;
ი) უმაღლესი და პროფესიული სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებელთა და მეცნიერ-მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლება;
კ) სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების მომზადება,  გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
ლ) პროფესორ-მასწავლებელთა პრაქტიკული საქმიანობის ხელშეწყობა.

მუხლი 3. ფაკულტეტის სტრუქტურა და მართვის ორგანოები:

1. ფაკულტეტი შედგება სასწავლო–სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან.
2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ა) ფაკულტეტის საბჭო;
ბ) ფაკულტეტის დეკანი;
გ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
3. ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულებია:(07.03.2018 №23/3)
ა) დეკანატი;
ბ)დეპარტამენტები და მათი პროგრამული მიმართულებები; გ)სადისერტაციო საბჭო;
დ)კურიკულუმის კომიტეტი;
4. ფაკულტეტის შემადგენლობაშია მიმართულებები (დეპარტამენტები) რომელიც უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო–სამეცნიერო პროგრამების განხორციელებას. სასწავლო მიმართულების (დეპარტამენტის) ძირითადი ფუნქციაა სასწავლო დისციპლინის კურიკულუმებისა და სილაბუსების შემუშავება, სასწავლო პროცესის განხორციელება, მეთოდური რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელოების შექმნა, სამეცნიერო პროექტების შემუშავება – განხორციელება, პრაქტიკული (კლინიკური, ლაბორატორიული და სხვ.) საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება (07.03.2018 №23/3).
5. ფაკულტეტის შემადგენლობაში შემავალ სასწავლო მიმართულებას (დეპარტამენტს) ხელმძღვანელობს პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი,(თუ დეპარტამენტს პროფესორი არ ჰყავს), რომელსაც ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი (07.03.2018 №23/3).
6. სასწავლო მიმართულების (დეპარტამენტის) ხელმძღვანელის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს დამტკიცებული სასწავლო გეგმის (სილაბუსი) მიხედვით სასწავლო პროცესის შეუფერხებელი და მაღალკვალიფიციური წარმართვა, მიმართულების სასწავლო დეპარტამენტებს შორის მუშაობის კოორდინაცია, მიმართულების (დეპარტამენტის) ხელმძღვანელი პასუხისმგებელია კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაზე, თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია რექტორის, ფაკულტეტის საბჭოსა და ფაკულტეტის დეკანის წინაშე.
7. უნივერსიტეტის სტომატოლოგიის კლინიკური ბაზები განკუთვნილია სტომატოლოგიის ფაკულტეტზე სტომატოლოგიის სპეციალობების პრაქტიკული ხასიათის სასწავლო – სამეცნიერო საქმიანობის, პრაქტიკული დისციპლინებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლებისათვის.
8. ფაკულტეტის ადმინისტრაციული ერთეულებია: დეკანის სათათბირო ორგანო – დეკანატი. ფაკულტეტზე ფუნქციობს კურიკულუმის განვითარების მუდმივმოქმედი კომისია, რომლის ფუნქციებია: ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო გეგმის – კურიკულუმის ოპტიმიზაცია. საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, ფაკულტეტზე სწავლების მიზნით, სასწავლო სახელმძღვანელოების განხილვა. ბიუჯეტის ფორმირების მიზნით, ფაკულტეტზე, ასევე, იკრიბება დროებითი საბიუჯეტო კომისია.
9. ფაკულტეტის დეკანატის შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან: დეკანი, დეკანის მოადგილე(ები), ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დეკანატი აღასრულებს ფაკულტეტის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ახორციელებს ფაკულტეტის სტუდენტთა სიების დადგენას, შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას და ანალიზს, ფაკულტეტზე ჩატარებული გამოცდების შედეგების შეჯამებას, სტუდენტთა პირადი საქმეების წარმოებას და შენახვას, სტუდენტთა სასწავლო ბარათების შედგენას და მათ კონტროლს, ფაკულტეტის პედაგოგიური პერსონალისა (აკადემიური პერსონალი, მოწვეული სპეციალისტი, მასწავლებელი და სხვ. ) და სტუდენტების მიერ ფაკულტეტის სასწავლო პროგრამების შესრულებაზე კონტროლს;
10. ფაკულტეტის სამსახური(ები), თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აღასრულებს
ფაკულტეტის საბჭოსა და დეკანატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, შეიმუშავებს შესაბამისი სფეროს განვითარების წინადადებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს;
11. სტომატოლოგიის ფაკულტეტის სასწავლო დეპარტამენტები და სტრუქტურული ერთეულებია:
1. ბავშვთა და მოზარდთა სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის მიმართულება (07.03.2018 №23/3):
1.1. ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგიის დეპარტამენტი (16.05.2018 №23/8);
1.2 ბავშვთა და მოზარდთა ყბა–სახის ქირურგიისა და ქირურგიული სტომატოლოგიის დეპარტამენტი (16.05.2018 №23/8);
2. ოდონტოლოგიის დეპარტამენტი;
3. პაროდონტოლოგიისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებათა დეპარტამენტი;
4. ორთოდონტიის დეპარტამენტი;
5. ორთოპედიული სტომატოლოგიის დეპარტამენტი (N23/9; 26.07.2021);
6. ქირურგიული სტომატოლოგიისა მიმართულება:
6.1. პირის ღრუს ქირურგიისა და იმპლანტოლოგიის დეპარტამენტი;
6.2. ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტი (N23/9; 26.07.2021).
12. უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით, ფაკულტეტზე შეიძლება შეიქმნას სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორატორია, კლინიკა, ან/და სხვა ერთეული.

მუხლი 4. ფაკულტეტის საბჭო

1. ფაკულტეტის საბჭო არის ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები. სტუდენტთა წარმომადგენლები შეადგენენ ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობის 1/4-ს.
2. ფაკულტეტის საბჭო ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას.
3. ფაკულტეტის საბჭო საქმიანობას წარმართავს საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად. ფაკულტეტის საბჭოს საქმიანობას კოორდინაციას უწევს და მიღებული
გადაწყვეტილებების შესარულებაზე პასუხისმგებელია ფაკულტეტის დეკანი.
4. ფაკულტეტის საბჭო:
ა) უნივერსიტეტის კანცლერს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს;
ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს;
გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ე) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლადწარუდგენს აკადემიურ საბჭოს;
ვ) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს; ზ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭოს მუშაობის რეგლამენტს;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
ი) იმ შემთხვევაში, როდესაც ფაკულტეტის საბჭოზე განსახილველია მხოლოდ ერთი საკითხი, საბჭო უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს ელექტრონული კომუნიკაციის ფორმით. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ფაკულტეტის საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. ელექტრონული ფორმით საკითხის განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფაკულტეტის დეკანი (N23/8; 24.07.2019).

მუხლი 5. ფაკულტეტის დეკანი

1. ფაკულტეტის დეკანი:
ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;
ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია უნივერსიტეტის აკადემიური, წარმომადგენლობითი საბჭოებისა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;ვ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;
ზ) წესდების შესაბამისად, პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე;
თ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას;
2. დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესი და პირობები განისაზღვრება უნივერსიტეტის წესდებით. დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, დეკანის თანამდებობის დაკავება ხორციელდება უფლებამოსილება შეწყვეტილი დეკანის დარჩენილი ვადით;
3. დეკანის მიერ საკუთარი უფლებამოსილების დროებითი განუხორციელებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;
4. დეკანის მოადგილის ფუნქციებია: კონტროლი სტუდენტებისა და რეზიდენტების სასწავლო პროგრამების სწორ განხორციელებაზე, სტუდენტებისა და პროფესორ- მასწავლებლების ინფორმირება მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო პროცესების შესახებ, სასწავლო   ცხრილების   შედგენის   კონტროლი,  ლექცია-სემინარების
მიმდინარეობის კონტროლი, სასესიო გამოცდების მართვა და კონტროლი; სტუდენტებისათვის სასწავლო პროგრამების გაცნობა, დახმარება მათში ორიენტაციასა და საკუთარი სასწავლო პროგრამების შედგენაში, პროგრამათა ურთიერთობების ახსნა, სტუდენტთა პირადი საქმეების პერიოდულიკონტროლი;
დეკანის მოადგილე ინიშნება რექტორის ბრძანებით ფაკულტეტის დეკანის წარდგინების საფუძველზე;

მუხლი 6. დეკანატი

1. ფაკულტეტის დეკანატი ახორციელებს ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო და მეთოდური მუშაობის დაგეგმვას, ორგანიზაციას და კონტროლს;
2. დეკანატის ფუნქციებია:
ა) სასწავლო განრიგისა და სწავლების პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემუშავება;
ბ) ფაკულტეტზე მიმდინარე ყველა სახის სასწავლო პროცესის აღრიცხვა და კონტროლი;
გ) სწავლების ყველა საფეხურზე სასწავლო პროცესის ორგანიზაცია;
დ) ღონისძიებათა შემუშავება სტუდენტების, დოქტორანტებისა და მსმენელების სწავლების ხარისხისა და ეფექტურობის ასამაღლებლად;
ე) მეთოდური მუშაობის დაგეგმვა და ორგანიზაცია;
ვ) სამეცნიერო მუშაობის ორგანიზაცია და კონტროლი;ზ) პედაგოგიური მუშაობის ხარისხის კონტროლი;
თ) ფაკულტეტის განვითარების პერსპექტივებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზისშემდგომი სრულყოფის გეგმების შემუშავება.
3. მდივნის ფუნქციებია: დეკანატში შემოსული და დეკანატიდან გასული წერილობითი ინფორმაციის აღრიცხვა და თავმოყრა, უნივერსიტეტში მოქმედი ყველა ნორმატიული აქტის დამუშავება და ანალიზი, დეპარტამენტებსა და მიმართულებებში საგამოცდო და შუალედური უწყისების გაცემა-დაბრუნების კონტროლი, ადმინისტრაციის სამსახურებსა და სამდივნოს შორის მუშაობის კოორდინაცია, სტუდენტებისა და პროფესორმასწავლებლების მონაცემთა ბაზის კონტროლი. სტუდენტთა რეგისტრაცია, პირადი საქმეების შექმნა, ბაზის კომპიუტერული ვერსიისა და დემოგრაფიული მონაცემების შექმნა და სისტემატური განახლება; სტუდენტებთან ხელშეკრულებების გაფორმების ორგანიზება; შესაბამისი სტრუქტურებისთვის ცხრილების, სიების, უწყისების და სტუდენტთა მოძრაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; სტუდენტთათვის ცნობებისა და ინფორმაციის გაცემა; საგამოცდო უწყისების მომზადება, გაცემა, მიღება და დამუშავება; აკადემიური მონაცემების სტატისტიკური დამუშავება; კონტროლი სტუდენტთა აკადემიურ და ფინანსურ დავალიანებაზე; დამამთავრებელი კურსის სტუდენტთა ატესტაციის ორგანიზება, დემოგრაფიული მონაცემების გადამოწმება დიპლომის შესავსებად, სტუდენტთა პირადი საქმის აკინძვა და არქივში ჩაბარება.
 
მუხლი 7. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო

1. სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
2. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე.
3. სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან.
4. სადისერტაციო საბჭო მოქმედებს აკადემიური საბჭოს მიერ ფაკულტეტის საბჭოს
წარდგინებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და დოქტორის აკადემიურ ხარისხს ანიჭებს მეცნიერების იმ დარგებში, რომელიც განსაზღვრულია დებულებით.

მუხლი 8. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით, იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს წინამდებარე დებულების შესაბამისად.
2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უფლებამოსილია ითანამშრომლოს საზღვარგარეთის ქვეყნებთან და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.
3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო საგანმანათლებლო პროგრამის ვადით - არჩევის წესი და პირობები განისაზღვრება უნივერსიტეტის შინაგანაწესით. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი უნდა იყოს შესაბამის დარგში აკადემიური ხარისხის მქონე პროფესორი, ასოცირებული პროფესორი ან ასისტენტ პროფესორი. (07.03.2018 №23/3)
4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ამოცანაა, ხელი შეუწყოს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების გამოყენების გზით და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას.
5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოსა და აკადემიური საბჭოს წინაშე.

მუხლი 9. ფაკულტეტის კურიკულუმის კომიტეტი (07.03.2018 №23/3)

1. კურიკულუმის კომიტეტის მიზანია სტომატოლოგიის ფაკულტეტის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.
2. კომიტეტი განიხილავს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ სათანადო წესის, პროცედურის და დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად წარმოდგენილ საექსპერტო შეფასებებს საგანმანათლებლო პროგრამების და კურიკულუმის, სასწავლო ლიტერატურის, სასწავლო კურსების სილაბუსების და სხვ. შესახებ, ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს ფაკულტეტის საბჭოზე, შემდეგ კი, უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოზე წარსადგენად. კურიკულუმის კომიტეტის ფუნქციებია:
ა) ფაკულტეტზე მომზადებული საგანმანათლებლო პროგრამების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციის მომზადება
ბ) ფაკულტეტზე სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსების – სილაბუსების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციის მომზადება ფაკულტეტის საბჭოსთვის;
გ) სახელმძღვანელოების განხილვა და ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისათვის მათი გამოყენების შესახებ რეკომენდაციის მომზადება ფაკულტეტის და აკადემიური საბჭოებისთვის.
დ) რეკომენდაციების მომზადება ფაკულტეტის დეკანის ან ფაკულტეტის სასწავლო სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილ, აკადემიურ და კვლევით პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მუხლი 10. ფაკულტეტის აკადემიური და სხვა პერსონალი.

1. ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორებისაგან;
2. პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური
საბჭო;
3. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით,
რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს;
4. კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო;
5. აკადემიური პერსონალის კონკურსის წესით არჩევის პირობებსა და კრიტერიუმებსამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო;
6. კონკურსში გამარჯვებულ აკადემიურ პერსონალთან რექტორი აფორმებს ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებებს, უმაღლესი განათლებისა და შრომის კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით;
7. აკადემიური პერსონალის უფლებამოსილება ავტომატურად გრძელდება დადგენილი წესით ახლადარჩეული აკადემიური პერსონალის უფლებამოსილების ცნობამდე;
8. აკადემიურ პერსონალს, კომპეტენციის შესაბამისად, უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში, მათ შორის მართვის ორგანოების არჩევნებში;
ბ) დამოუკიდებალად განახორციელოს სწავლება, კვლევა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;
გ) განახორციელოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
9. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:
ა) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები;ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;
გ) კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული სამუშაოების შესახებ.
დ) დაიცვას უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესით წინამდებარე დებულებითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
10. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდებით.
11. ფაკულტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: დეკანი, დეკანის მოადგილე(ები), ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; ფაკულტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნას
65 წელს მიღწეული პირი;
12. ფაკულტეტის პედაგოგიურ პერსონალს მიეკუთვნება მოწვეული სპეციალისტი, უფროსი მასწავლებელი, მასწავლებელი, ლაბორანტი, რომელებთანაც კანცლერის წარდგინებით შრომით ხელშეკრულებას აფორმებს რექტორი. ფაკულტეტის პედაგოგიური შემადგენლობის რაოდენობა განისაზღვრება სასწავლო, სამეცნიერო და მეთოდური სამუშაოს მოცულობით. ფაკულტეტის პედაგოგების დატვირთვას ადგენს დეკანატი მათი კვალიფიკაციის, სამუშაოს მოცულობისა და სპეციფიკის, გათვალისწინებით;
13. ფაკულტეტის დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება უნივერსიტეტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ფაკულტეტის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა პერსონალი;
14. ფაკულტეტის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული უნივერსიტეტის საშტატო განრიგით, შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების საფუძველაზე ახორციელებს მოწვეული პერსონალი;
15. ფაკულტეტის პერსონალის წახალისებასთან და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება უნივერსიტეტის წესდების, შინაგანაწესისა და სხვა ნორმატიული მოთხოვნების საფუძველზე.

მუხლი 11. ფაკულტეტის სასწავლო პროგრამები და სასწავლო პროცესი

1. ფაკულტეტის სასწავლო პროგრამები შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და მოიცავს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურს - დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამას 300 კრედიტი,
რეზიდენტურას - აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურს, დოქტორანტურას აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას 180 კრედიტი.
2. სწავლების პერიოდში პროგრამით გათვალისწინებული საგნების ათვისება ხდება ყოველკვირეული ლექციების, პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობების სახით.
3. საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსს, სტრუქტურას, კურიკულუმს, ადამიანურ, მატერიალურ-ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ უზრუნველყოფას, სწავლების ფორმებსა და მეთოდებს, შეფასების მეთოდოლოგიას და პრინციპებს, სწავლის შედეგებს, მიღებულ ზოგად, ტრანსფერულ და დარგობრივ კომპეტენციებს, ცოდნას და უნარებს, დასაქმების და/ან სწავლის გაგრძელების არეალს განიხილავს და განსაზღვრავს ფაკულტეტის საბჭო. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში პროგრამა დადგენილი წესით, დასამტკიცებლად წარედგინება უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს. საგანმანათლებლო პროგრამის წარდგენის და ხელმძღვანელობის უფლება აქვს პროფესორს ან ასოცირებულ პროფესორს. საგანმანათლებლო პროგრამას განსახილველად ფაკულტეტის საბჭოს წარუდგენს კურიკულუმის კომიტეტი შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე.
4. რეზიდენტურაში მზადება წარმოებს უნიფიცირებული სარეზიდენტო პროგრამით, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
5. სასწავლო პროცესი მოიცავს ყველა სახის სასწავლო-მეთოდური სამუშაოს დაგეგმვას, ორგანიზაციას და განხორციელებას. ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის