საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ფაკულტეტის მართვის ორგანოების არჩევნების ჩატარების შესახებ

მუხლი 1. რეგულირების სფერო

წინამდებარე დებულება შემუშავებულია უნივერსიტეტის და ფაკულტეტის მართვის ორგანოების არჩევნების მომზადების და ჩატარების წესის, არჩევნებში მონაწილე პირთა უფლებების, საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესისა და უფლებამოსილების, ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დავის განხილვის წესის განსაზღვრის მიზნით.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ თავის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არჩევნები - უნივერსიტეტის და ფაკულტეტის მართვის ორგანოების არჩევის პროცესი;
ბ) საარჩევნო უფლება - აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება;

ბ.ა) აქტიური საარჩევნო უფლება - ამ დებულებით განსაზღვრული პირის უფლება მიიღოს მონაწილეობა მართვის ორგანოების არჩევნებში;
ბ.ბ) პასიური საარჩევნო უფლება - კანდიდატის უფლება კენჭი იყაროს მართვის ორგანოში ასარჩევად;
 
გ) საარჩევნო რეგისტრაცია - საარჩევნო კომისიის   მიერ   კანდიდატთა რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად;
დ) საარჩევნო სუბიექტი - ამ დებულების საფუძველზე რეგისტრირებული კანდიდატი;

ე) წინასაარჩევნო კამპანია - კანდიდატისა და საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნებში მონაწილეობის და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა;
ვ) განმეორებითი კენჭისყრა - კენჭისყრა, რომელიც განმეორებით იმართება, როდესაც კენჭისყრის შედეგი ბათილად იქნა ცნობილი.
ზ) არჩევნების დასასრული - საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებული არჩევნების საბოლოო შედეგების (განმეორებითი კენჭისყრის ჩათვლით) შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნება;
თ) ხელახალი არჩევნები - არჩევნები, რომელიც ტარდება არჩევნების არჩატარებულად გამოცხადების ან კანდიდატის აურჩევლობის შემთხვევაში.
თ.ა) არჩევნების მეორე ტური - არჩევნების პირველ ტურში კანდიდატის მიერ ამომრჩეველთა ხმების დადგენილი რაოდენობის მიუღებლობის შემთხვევაში საარჩევნო კომისიის დადგენილებით დანიშნული არჩევნები.
თ.ბ) რიგგარეშე არჩევნები - არჩევნები, რომელიც ტარდება წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის, აკადემიური საბჭოს წევრის, რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის, ფაკულტეტის დეკანის, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში. რიგგარეშე არჩევნები ტარდება წესდებით განსაზღვრულ ვადებში, დადგენილი წესით.
ი) არჩევნების დღე (კენჭისყრის დღე) – საერთო, ხელახალი ან რიგგარეშე არჩევნების ჩატარების დღე;
კ) საარჩევნო დოკუმენტაცია - საარჩევნო კომისიაში შესული და საარჩევნო კომისიიდან გასული განცხადებები, საჩივრები, წერილები, საქმიანი ქაღალდები, ოქმები, საარჩევნო ბიულეტენები, საარჩევნო ადმინისტრაციის აქტები, საკონტროლო ფურცლები, სარეგისტრაციო ჟურნალები, ამომრჩეველთა სიები და სხვა დოკუმენტაცია;
 
ლ) სარეგისტრაციო ჟურნალი - ზონარგაყრილი წიგნი, რომლის ზონარიც ილუქება, დასალუქ ფურცელს ხელს აწერს საარჩევნო კომისიის მდივანი და დაესმება საარჩევნო კომისიის ბეჭედი. მისი ყველა გვერდი დანომრილია;
მ) საბუთების შეფუთვა - საბუთების იმგვარად შეკვრა ან ყუთში ჩაწყობა, რომ შეკვრის (ყუთის) დალუქვის შემდეგ ლუქის დაუზიანებლად შეუძლებლი იყოს შეკვრიდან (ყუთიდან) რაიმეს ამოღება ან მასში რაიმეს ჩადება;
ნ) უნივერსიტეტის მართვის ორგანოები - უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი;
ო) ფაკულტეტის მართვის ორგანოები - ფაკაულტეტის საბჭო, ფაკულტეტის დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი;
პ) მართვის ორგანოში ასარჩევი კანდიდატი – ამ თავით განსაზღვრული წესით ასარჩევი პირი.
მუხლი 3. საარჩევნო ვადები

1. ამ თავით დადგენილი ყველა ვადა, მათ შორის, არჩევნების დაწყებიდან მის დასრულებამდე, გულისხმობს კალენდარულ დღეებს (საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით).
2. თუ მოქმედების შესრულების ვადა ემთხვევა უქმე დღეს, მოქმედების შესრულების ბოლო ვადად განისაზღვრება მომდევნო პირველივე სამუშაო დღე.


მუხლი 4. საარჩევნო კომისია და შემადგენლობა

1. უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარების მიზნით იქმნება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია (შემდგომში საარჩევნო კომისია).
2. საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენს 5 წევრს, მათ შორის საარჩევნო კომისიის
1 წევრი წარმოდგენილია უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ.

3. საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება არჩეული იქნას საზოგადოების წარმომადგენელი.
 
4. საარჩევნო კომისიის წევრად არ შეიძლება არჩეული იქნას უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი ან/და უნივერსიტეტის მართვის ორგანოს წევრი.
5. საარჩევნო   კომისიის წევრს უფლება არ აქვს მონაწილეობდეს უნივერსიტეტის მართვის ორგანოს არჩევნებში აქტიური ან პასიური ხმის უფლებით.
6. საარჩევნო კომისია თავისი უფლებამოსილების განხორციელებაში დამოუკიდებელია.
7. არჩევნების მომზადება და ჩატარება ფინანსდება უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან. საარჩევნო კომისიას ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისათვის, უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად, შეიძლება განესაზღვროს ყოველთვიური ანაზღაურება.
8. მართვის ორგანოების არჩევნების ორგანიზებისთვის საარჩევნო კომისია ადგენს ბიუჯეტს ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, რომელიც უნივერსიტეტის კანცლერს წარედგინება არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 20 დღისა. შენიშვნების არსებობისას, წარდგენილ ბიუჯეტს, შესაბამისი შენიშვნებით, კანცლერი 2 დღის ვადაში უბრუნებს საარჩევნო კომისიას. მეორედ წარდგენილ საარჩევნო კომისიის ბიუჯეტს, წარდგენიდან არა უგვიანეს 3 დღისა ამტკიცებს კანცლერი და უზრუნველყოფს სათანადო სახსრების გამოყოფას.
9. საარჩევნო კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, კომისიის მდივნისა და კომისიის წევრებისაგან.


10. საარჩევნო კომისიის წევრებს, მათ შორის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ წარმოდგენილი კანდიდატს მათი წინასწარი წერილობითი თანხმობით, რექტორის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური საბჭო.
11. საარჩევნო კომისიას ეკისრება ვალდებულება არჩევნების დადგენილი წესით ჩატარებაზე.
12. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა კომისიის პირველ სხდომაზე მისი შემადგენლობიდან კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიის სხდომებს, ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, სხდომის ოქმებს და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
 
13. საარჩევნო კომისიის მდივნად აირჩევა კომისიის ნებისმიერი წევრი კომისიის პირველ
სხდომაზე, ფარული კენჭისყრით, დამსწრეთა უმრავლესობით. კომისიის მდივანი ადგენს კომისიის დღის წესრიგს, სხდომის ოქმებს და ხელს აწერს მას, რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო კომისიაში შეტანილ კორესპონდენციას, რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს, ადგენს და ხელს აწერს არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს და ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.



მუხლი 5. საარჩევნო კომისიის წევრის უფლება-მოვალეობანი

1. საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია კომისიის წევრად დანიშვნის დღიდან მონაწილეობა მიიღოს მის საქმიანობაში.
2. საარჩევნო კომისიის წევრები ვალდებულნი არიან ხელი მოაწერონ კენჭისყრის ან არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, ხოლო თუ კომისიის წევრი არ ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს, უფლებამოსილია აღნიშნულის თაობაზე მიუთითოს ხელმოწერის გასწვრივ და განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს წერილობით.
3. საარჩევნო კომისიის წევრი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება ამ დებულებას. აკრძალულია საარჩევნო კომისიის წევრზე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით.



მუხლი 6. სარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა

საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება საარჩევნო კომისიის პირველი შეკრების დღიდან და გრძელდება შესაბამისი მართვის ორგანოს გადაწყვეტილების მიღებამდე.
 


მუხლი 7. საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

1. საარჩევნო კომისიის წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას იღებს აკადემიური საბჭო. (26.11.2018 წ; 23/14)
კომისიის წევრს უფლებამოსილება შეიძლება შეუწყდეს:

ა) პირადი განცხადებით;

ბ) არასაპატიო მიზეზით საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეუსრულებლობისა ან არასაპატიო მიზეზით საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენის შემთხვევაში.
2. საარჩევნო კომისიის მდივნის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლება ფორმდება საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით.
3. საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა შესაძლებელია არჩევნების ჩატარებამდე (კენჭისყრამდე) არა უგვიანეს 5 დღისა.


მუხლი 8. საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი

1. საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება ამ თავით.

2. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კომისიის მიერ დანიშნული ერთ-ერთი წევრი.
3. საარჩევნო კომისიის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს კომისია.

4. სხდომას თავმჯდომარეობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში- თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელია კომისიის წევრი, რომელიც აირჩევა კომისიის შემადგენლობის უმრავლესობით.
5. კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
6. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
 
7. კომისიის სხდომაზე შიდა საკადრო საკითხები წყდება კომისიის სრული შემადგენლობის უბრალო უმრავლესობით.
8. სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.

9. განცხადების (საჩივრის) მიღებისას საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალსა და განმცხადებლისათვის (მომჩივნისთვის) გადაცემულ ცნობაში აღინიშნება მისი მიღების თარიღი და დრო. კომისია განიხილავს განცხადებას (საჩივარს) და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
10. კომისიის გადაწყვეტილების შესახებ გაცემული საბუთის მიღებას განმცხადებელი ადასტურებს სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით.


მუხლი 9. საარჩევნო კომისიის აქტები

1. საარჩევნო კომისიის აქტებია:

ა) საარჩევნო კომისიის საოქმო დადგენილებები, რომელიც ძალაში შედის მიღებისთანავე;
ბ) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანება.

2. საარჩევნო კომისიის დადგენილება და ბრძანება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი, რომელიც მიიღება და გამოიცემა მისი კომპეტენციის ფარგლებში. საარჩევნო კომისიის საოქმო დადგენილებას ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. დადგენილება   მიღებულად   ჩაითვლება,   თუ   მას მხარს დაუჭერს სხდომის დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
3. საარჩევნო კომისიის აქტების შესრულება სავალდებულოა არჩევნებში მონაწილე ყველა პირისათვის.



მუხლი 10. საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება
 
1. საარჩევნო კომისია:

ა) უზრუნველყოფს არჩევნების ჩატარებას, აკონტროლებს ამ დებულების შესრულებას;

ბ) თუ შეუძლებელი გახდა ამ დებულებით   დადგენილი   გარკვეული მოთხოვნების შესრულება და ვადების დაცვა, უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს საარჩევნო ღონისძიებები და მათი ვადები; აუცილებლობის შემთხვევაში, უნივერსიტეტის რექტორს წარუდგინოს წინადადება ახალი არჩევნების თარიღის დანიშვნისა და სხვა საარჩევნო მოქმედებების განხორციელებისათვის გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;
გ) უზრუნველყოფს საარჩევნო საბუთების, საარჩევნო ყუთებისა და საარჩევნო კომისიის ბეჭდის დამზადებასა და საარჩევნო კომისიის მომარაგებას;
დ) ამ დებულებით განსაზღვრული ვადების შესაბამისად ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკს;
ე) ამტკიცებს განმეორებითი კენჭისყრის დღეს;

ვ) საჩივრის შემოსვლის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის, ასევე, ამომრჩეველთა სიების გადამოწმების შესახებ;
ზ) სრული შემადგენლობის ორი მესამედით, ამტკიცებს არჩევნების შემაჯამებელ ოქმს დადგენილებით;
თ) ანიჭებს დამკვირვებლის სტატუსს;

ი) უზრუნველყოფს საინფორმაციო მასალის გამოქვეყნებასა და გავრცელებას;

კ) განიხილავს არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;) ატარებს წილისყრას.
ლ) საარჩევნო კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, შექმნას ქვეკომისიები.
მ) ახორციელებს ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

მუხლი 11. საარჩევნო კომისიის აპარატი
 
1. არჩევნების ჩატარების ორგანიზაციული, სამართლებრივი და ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით - შეიძლება შეიქმნას საარჩევნო კომისიის აპარატი (შემდგომში - აპარატი).
2. აპარატის სტრუქტურას, საქმიანობის წესს და უფლებამოსილებას განსაზღვრავს საარჩევნო კომისია.


მუხლი 12. აკადემიური საბჭოს არჩევა

1. აკადემიური საბჭო შედგება წარმომადგენლობის საფუძველზე თითოეული ფაკულტეტიდან არჩეული სამ-სამი აკადემიური პერსონალისა და სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტების თითო-თითო წარმომადგენლისაგან.
2. საკუთარი კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს დაინტერესებულ აკადემიურ პერსონალს. აკადემიური პერსონალის მიერ სხვა კანდიდატურის დასახელების შემთხვევაში საჭიროა ამ პირის წერილობითი თანხმობა.
3. განცხადება უნდა შეიცავდეს: კანდიდატის სახელს, გვარს, ფაკულტეტს, აკადემიურ თანამდებობას, აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების ასლს. რომელიმე მონაცემის შეუვსებლობის შემთხვევაში განცხადებას ძალა არა აქვს.
4. არჩევნებამდე 3 დღით ადრე მაინც საარჩევნო კომისია წილისყრით ანიჭებს არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს ნომრებს.
5. კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს განცხადების გამოქვეყნებიდან 10 დღის განმავლობაში. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 10 და არაუგვიანეს 30 დღის ვადაში. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მიეთითება, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. კანდიდატი უფლებამოსილია ხარვეზი გამოასწოროს 2 დღის ვადაში.
6. კანდიდატი უფლებამოსილია რეგისტრაციაზე უარი გაასაჩივროს 1 დღის განმავლობაში. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია იღებს 3 დღის განმავლობაში. საარჩევნო კომისიიის უარი რეგისტრაციაზე უნდა გაფორმდეს საარჩევნო კომისიის ოქმით.
7 . აკადემიური საბჭოს წევრი აირჩევა 6 წლის ვადით.
 
8. აკადემიური საბჭოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვთ ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრს, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო პერსონალის ყველა წევრს და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლებს.
9. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა აკადემიური პერსონალიდან - პროფესორი და ასოცირებული პროფესორი, ხოლო სამეცნიერო პერსონალიდან - მთავარი და უფროსი მეცნიერ- თანამშრომლები.
10. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 14 დღით ადრე აკადემიური საბჭო ნიშნავს საბჭოს არჩევნებს. მოქმედ აკადემიურ საბჭოს ეკისრება დადგენილი უფლებამოსილების განხორციელება ახლადარჩეული აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ცნობამდე.
11. აკადემიური საბჭოს გამოკლებული წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით აკადემიური პერსონალიდან წევრის ასარჩევად არჩევნებს ნიშნავს უნივერსიტეტის იმ ფაკულტეტის საბჭო, რომლის წარმომადგენელიც იყო აკადემიურ საბჭოში ეს წევრი, ხოლო სამეცნიერო პერსონალიდან - შესაბამისი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო.


მუხლი 13. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა

1.წარმომადგენლობითი საბჭო აირჩევა დაწესებულების ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე.
2.წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 43 წევრით. მათ შორის სტუდენტთა რაოდენობა განისაზღვრება 14 წევრით. ( 25.12.2018 N23/15)

3.წარმომადგენლობით საბჭოში ფაკულტეტების მიხედვით აირჩევა წარმომადგენლების შემდეგი რაოდენობა:
ა) მედიცინის ფაკულტეტიდან - აკადემიური პერსონალის 11 და სტუდენტთა 4 წარმომადგენელი;( 25.12.2018 N23/15)
ა1) მედიცინის საერთაშორისო  ფაკულტეტიდან - აკადემიური პერსონალის 5 და სტუდენტთა 2 წარმომადგენელი; (25.12.2018 N23/15)

ბ) სტომატოლოგიის ფაკულტეტიდან - აკადემიური პერსონალის 2 და სტუდენტების
2 წარ- მომადგენელი;
 
გ) ფარმაციის ფაკულტეტიდან - აკადემიური პერსონალის 2 და სტუდენტების 2
წარმომადგენელი;

დ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტიდან - აკადემიური პერსონალის 2 და სტუდენტების 2 წარმომადგენელი;
ე) ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტიდან - აკადემიური პერსონალის 2 დ ა სტუდენტების 2  წარმომადგენელი.
ვ) იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტიდან - სამეცნიერო პერსონალის 2
წარმომადგენელი.

ზ) ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტიდან -სამეცნიერო პერსონალის 2 წარმომადგენელი.
4. წარმომადგენლობით საბჭოში შედის, აგრეთვე, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.
5. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი ირჩევა 6 წლის ვადით.

6. უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 14 დღით ადრე წარმომადგენლობითი საბჭო ნიშნავს საბჭოს არჩევნებს. მოქმედ წარმომადგენლობით საბჭოს ეკისრება დადგენილი უფლებამოსილების განხორციელება ახლადარჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ცნობამდე.
7. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც, შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ, ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლობის ასარჩევად იმავე ვადით.
8. არჩევნებს წარმომადგენლობითი საბჭოს გამოკლებული წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით წევრის ასარჩევად ნიშნავს:
ა) აკადემიური პერსონალიდან - უნივერსიტეტის იმ ფაკულტეტის საბჭო, რომლის წარმომადგენელიც იყო წარმომადგენლობით საბჭოში ეს წევრი;
ბ) სამეცნიერო პერსონალიდან - შესაბამისი დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო;
 
გ) სტუდენტებიდან - წარმომადგენლობითი საბჭო;




მუხლი 14. წარმომადგენლობით საბჭოში ასარჩევ კანდიდატთა რეგისტრაციის წესი

1. წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტებს ირჩევს სტუდენტების ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული ფაკულტეტის ყველა სტუდენტი.
2. წარმომადგენლობით საბჭოში წარმომადგენლებს ირჩევს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული ფაკულტეტის ყველა პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი. ფაკულტეტებს ეძლევა უფლება საკუთარი კვოტის ფარგლებში, აირჩიონ საზოგადოების წარმომადგენელი.
21. დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულების წარმომადგენლებს ირჩევს ამ ერთეულების სამეცნიერო საბჭო.
3. წარმომადგენლობით საბჭოში ასარჩევ კანდიდატთა (აკადემიური პერსონალი და საზოგადოების წარმომადგენელი) რეგისტრაციას ახორციელებს საარჩევნო კომისია.
4. ამომრჩეველთა რეგისტრაცია ხორციელდება საარჩევნო კომისიის მიერ.

5. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 10 და არა უგვიანეს 30 დღის ვადაში. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მიეთითება, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. კანდიდატი უფლებამოსილია ხარვეზი გამოასწოროს 2 დღის ვადაში.
6. კანდიდატი უფლებამოსილია რეგისტრაციაზე უარი გაასაჩივროს 1 დღის განმავლობაში. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საარჩევნო კომისია იღებს 3  დღის განმავლობაში.



მუხლი 15. კანდიდატების წარმოდგენის წესი
 
წარმომადგენლობით საბჭოში   ასარჩევი   კანდიდატის დასახელების უფლება აქვს შესაბამისი ფაკულტეტების აკადემიურ პერსონალს. საკუთარი კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს დაინტერესებულ აკადემიურ პერსონალს, სხვა კანდიდატურის დასახელების შემთხვევაში საჭიროა ამ პირის წერილობითი თანხმობა.

11. წარმომადგენლობით საბჭოში სამეცნიერო პერსონალიდან ასარჩევი
კანდიდატის წარმოდგენა ხორციელდება იმავე წესით, როგორც ეს არის
განსაზღვრული ფაკულტეტების აკადემიური პერსონალიდან კანდიდატურების წარდგენის შემთხვევაში.
2. კანდიდატის განცხადება უნდა შეიცავდეს: კანდიდატის გვარს, ფაკულტეტს, აკადემიურ თანამდებობას, აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების ასლს, ხოლო საზოგადოების წარმომადგენელისთვის - წარმომდგენი აკადემიური პერსონალის რეკომენდაციას. რომელიმე მონაცემის შეუვსებლობის შემთხვევაში განცხადებას ძალა არ აქვს.
3. არჩევნებამდე 3 დღით ადრე მაინც საარჩევნო კომისია წილისყრით ანიჭებს არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს ნომრებს.


მუხლი 16. რექტორის არჩევნები

1. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის შესახებ განცხადებას აქვეყნებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.
2. რექტორობის კანდიდატის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს თსსუ-ის აკადემიური საბჭო.
3. საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით განცხადება რექტორის არჩევნების შესახებ განთავსდება კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და უნივერსიტეტში თვალსაჩინო ადგილას.
4. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, კანდიდატთა განცხადებების მიღების ბოლო ვადა და რექტორის არჩევნების ჩატარების თარიღი.
მუხლი 17. კანდიდატის რეგისტრაციაში გატარება
 
1. კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 5 დღის განმავლობაში. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 10 და არა უგვიანეს 30 დღის ვადაში. კანდიდატის რეგისტრაციაში გატარებისათვის სავალდებულოა მის მიერ პირადობის მოწმობის ან პასპორტის, აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტაციის და სამოქმედო გეგმის წარდგენა.
2. კანდიდატურის რეგისტრაციაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს წერილობითი ფორმით.
3. რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. ხარვეზის გამოსწორება შესაძლებელია 2 დღის ვადაში.
4. საარჩევნო კომისია რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში რექტორობის კანდიდატს აძლევს შესაბამის მოწმობას.
5. რექტორობის კანდიდატს შეუძლია კენჭისყრის დღემდე ნებისმიერ დროს მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს საარჩევნო კომისიას, რომელიც ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს კომისიის დადგენილების ფორმით.


მუხლი 18. უნივერსიტეტის რექტორის არჩევა

1. კანდიდატი აკადემიურ საბჭოს საჯაროდ წარმოუდგენს სამოქმედო გეგმას.

2. რექტორი აირჩევა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
3. რექტორი აირჩევა 6 წლის ვადით.

4. ხმის მიცემის პროცედურის ჩატარებას და   შედეგების   შეჯამებას   ამ დებულების შესაბამისად უზრუნველყოფს საარჩევნო კომისია. კომისია არჩევნების შედეგებს საჯაროდ აცხადებს არჩევნების ჩატარების დღეს.
5. რექტორის არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობა მიიღო აკადემიური საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტმა.
 
6. თუ არჩევნები ჩატარებულად არ გამოცხადდა, ან ჩატარდა, მაგრამ პირველ ტურში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი კანდიდატი და მან ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო, ან მეორე ტურში ვერ იქნა არჩეული რექტორი - ტარდება ხელახალი არჩევნები.
7. არჩევნების მეორე ტური ტარდება, თუ რექტორობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო აკადემიური საბჭოს წევრთა ხმების ნახევარზე მეტი.
8. არჩევნების მეორე ტურს ნიშნავს საარჩევნო კომისია არჩევნებიდან არა უგვიანეს 2
კვირის ვადაში.

9. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს არჩევნების პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს.
10. მეორე ტური ჩატარებულად ითვლება, თუ მასში მონაწილეობდა აკადემიური საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის 1/3 მაინც.
11. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ აკადემიური საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1/5-სა.


მუხლი 19. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) არჩევა

1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) მორიგ არჩევნებს ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად არჩევნებს ნიშნავს აკადემიური საბჭო.
2. აკადემიური საბჭო განსაზღვრავს კანდიდატთა მიმართ წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
3. კანდიდატთა რეგისტრაცია იწყება განცხადების გამოქვეყნებიდან არანაკლებ 5 დღის ვადაში და მიმდინარეობს 5 დღის განმავლობაში. კანდიდატის რეგისტრაციაში გატარებისათვის სავალდებულოა მის მიერ პირადობის მოწმობის ან პასპორტის და აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა. რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებაში მიეთითება, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. ხარვეზის გამოსწორება შესაძლებელია 2 დღის ვადაში.
 
4. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 10
და არა უგვიანეს 30 დღის ვადაში.

5. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) კანდიდატურის შერჩევა ხდება ღია კენჭისყრით აკადემიური საბჭოს მიერ, რომელსაც შემდგომ დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.
6. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (კანცლერს) წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს ფარული კენჭისყრით, ექვსი წლის ვადით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.კანდიდატურა დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა უმრავლესობა. ერთი და იგივე პირი აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში აკადემიური საბჭო წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას.


მუხლი 20. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა
1. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის   ხელმძღვანელის მორიგ არჩევნებს ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად არჩევნებს ნიშნავს აკადემიური საბჭო.
2. არჩევნების დანიშვნის შესახებ აკადემიური საბჭოს მიერ გამოცემული აქტით დგინდება: კანდიდატთა მიმართ წაყენებული მოთხოვნები და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა.
3. კანდიდატთა რეგისტრაცია იწყება განცხადების გამოქვეყნებიდან არანაკლებ 5 დღის ვადაში და მიმდინარეობს 5 დღის განმავლობაში. კანდიდატის რეგისტრაციაში გატარებისათვის სავალდებულოა მის მიერ პირადობის მოწმობის ან პასპორტის და აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა. რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებაში მიეთითება, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. ხარვეზის გამოსწორება შესაძლებელია 2 დღის ვადაში.
4. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 10
და არა უგვიანეს 30 დღის ვადაში.
 
5. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევა ხდება ფარული კენჭისყრით აკადემიური საბჭოს მიერ, რომელსაც შემდგომ დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.
6.უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს ღია კენჭისყრით, ექვსი წლის ვადით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. კანდიდატურა დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა უმრავლესობა.


მუხლი 21. ფაკულტეტის საბჭოს არჩევა

1. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები. თვითმმართველობიდან ასარჩევ წარმომადგენელთა რაოდენობა ფაკულტეტის საბჭოში შეადგენს ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობის 1/4-ს.
2. თუ ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის საერთო რაოდენობა 50 წევრს აღემატება,
ფაკულტეტის საბჭოში აირჩევა, ფაკულტეტიდან წარმომადგენლობის საფუძველზე ფაკულტეტის მიმართულების მიხედვით, მიმართულების თითო წარმომადგენელი (აკადემიური პერსონალი). იმ შემთხვევაში, თუ მიმართულებაში სასწავლო დეპარტამენტიდან რაოდენობა სამი ან მეტია, მიმართულების ყოველი სამი დეპარტამენტიდან აირჩევა 2 წარმომადგენელი. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სტუდენტთა თვითმმართველობიდან ასარჩევ წარმომადგენელთა რაოდენობა ფაკულტეტის საბჭოში შეადგენს ფაკულტეტის საბჭოს ასარჩევი აკადემიური პერსონალის საერთო რიცხოვნობის 1/4-ს, რომელთა არჩევა ხდება სტუდენტთა თვითმმართველობის მიერ დადგენილი წესით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში ფაკულტეტის საბჭოს წევრების (აკადემიური პერსონალი) არჩევა ხდება დეპარტამენტების დონეზე, დეპარტამენტების მიერ ღია კენჭისყრით. იმ დეპარტამენტში, სადაც ერთი აკადემიური პერსონალია, ეს აკადემიური პერსონალი ფაკულტეტის საბჭოში წარმოდგენილი იქნება არჩევის გარეშე. დეპარტამენტში, სადაც ორი აკადემიური პერსონალია, ასარჩევ კანდიდატებს შორის ხმების თანაბრად გაყოფის
 
შემთხვევაში, წარმომადგენლის არჩევის მიზნით ტარდება წილისყრა წილისყრის ჩატარებას უზრუნველყოფს დეპარტამენტი.
4. ფაკულტეტის საბჭოს წევრად შეიძლება არჩეული იქნეს პროფესორი, ასოცირებული პროფესორი ან ასისტენტ-პროფესორი.
5. მე-2 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 14 დღით ადრე ფაკულტეტის საბჭო ნიშნავს საბჭოს არჩევნებს.

მოქმედ ფაკულ ტეტის საბჭოს ეკისრება დადგენილი უფლებამოსილების
განხორციელება ახლადარჩეული ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილების
ცნობამდე.


მუხლი 22. ფაკულტეტის დეკანის არჩევა

1. ფაკულტეტის დეკანს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო, ოთხი წლის ვადით, ფარული კენჭისყრით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე გამჭირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 1 და არა უმეტეს 2 კვირისა. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 10 და არა უგვიანეს 30 დღის ვადაში.
2. ფაკულტეტის დეკანის არჩევა ხდება უნივერსიტეტის რექტორის არჩევისათვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.


მუხლი 23. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევა

1. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არანაკლებ 14 დღით ადრე, საარჩევნო კომისიას წარუდგენს რეგისტრაციისთვის ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსის კანდიდატურას (კანდიდატურებს).
 
2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად შეიძლება არჩეულ იქნეს შესაბამისი დარგის პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ- პროფესორი.
3. კანდიდატთა რეგისტრაციის შემდეგ არჩევნები ტარდება არანაკლებ 10 და არა უგვიანეს 30 დღის ვადაში. არჩევნების ჩატარების თარიღს ადგენს ფაკულტეტის საბჭო. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ორზე მეტია და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმავე დღეს ორ საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატს შორის გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა და არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა უმრავლესობას.
4. ფაკულტეტის საბჭოს მიერ კანდიდატურის აურჩევლობის შემთხვევაში, დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ახალ კანდიდატურას წარადგენს 3 დღის ვადაში. არჩევნები ტარდება იგივე პროცედურით.
5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი აირჩევა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამის ვადით.
მუხლი 24. წინასაარჩევნო კამპანია

1. მართვის ორგანოში ასარჩევ კანდიდატს უფლება აქვს ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია. წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვისას ყველა კანდიდატი სარგებლობს თანასწორი უფლებით.
2. ფაკულტეტის ამომრჩევლებს უფლება აქვთ გასწიონ წინასაარჩევნო აგიტაცია მართვის ორგანოში ასარჩევ კანდიდატების მხარდასაჭერად.
3. არჩევნების დღეს იკრძალება კამპანიისა და აგიტაციის წარმოება.

4. წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ: ა) საარჩევნო კომისიის წევრებს;
ბ) ადმინისტრაციის პერსონალს.

5. წინასაარჩევნო კამპანია და აგიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებით (კრებები და შეხვედრები ამომრჩევლებთან, საჯარო დებატები და დისკუსიები), ბეჭდვითი სააგიტაციო მასალების გამოცემა- გავრცელებით, წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, ფურცლებისა და ფოტომასალის დამზადებისა და გავრცელების გზით, აგრეთვე, კანონმდებლობით
 
ნებადართული ნებისმიერი სხვა საშუალებით. მათი გავრცელების ხელის შეშლა აკრძალულია.
6. წინასაარჩევნო კამპანიამ და აგიტაციამ არ უნდა შეუშალოს ხელი დაწესებულებაში სასწავლო პროცესს. იკრძალება მეცადინეობებზე სტუდენტებთან საარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის ჩატარება, აგრეთვე, ნებისმიერი ისეთი ქმედება, რაც შეუფერებელია ასარჩევი კანდიდატის სტატუსთან (პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით მოსყიდვა. ან რაიმე სიკეთის ან პრივილეგიის მინიჭება, ან ასეთის დაპირება და სხვა), ხელყოფს წესრიგს დაწესებულებაში ან ზიანს აყენებს უნივერსიტეტის ქონებას.
7. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არ აქვს დაუსაბუთებელი უარი უთხრას წინასაარჩევნო კამპანიისა   და   აგიტაციისათვის   აუდიტორიებით,   დარბაზებითა და დაწესებულების სხვა ქონებით სარგებლობისათვის. ყველა კანდიდატისათვის დაწესებულების ფართით სარგებლობა უნდა იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული უარი უნდა გაფორმდეს წერილობით და მისი მიღებიდან ორი დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საარჩევნო კომისიაში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 1 დღის ვადაში.


მუხლი 25. საარჩევნო სიები

1. საარჩევნო სიებს ადგენს საარჩევნო კომისია უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტების დეკანებთან და უნივერსიტეტის კადრების სამსახურთან შეთანხმებით.
2. აკადემიური პერსონალისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა საარჩევნო სიები დგება ცალ-ცალკე.
3. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ამომრჩეველთა სიებში შეიტანება მოცემული ფაკულტეტის ყველა სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ- პროფესორი, გარდა დოქტორანტისა.
4. ფაკულტეტის საარჩევნო სიაში შეიტანება ამომრჩევლის სახელი და გვარი;
 
მუხლი 26. საარჩევნო ბიულეტენი

1. ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა ხორციელდება საარჩევნო ბიულეტენზე სათანადო აღნიშვნით და საარჩევნო ბიულეტენის საარჩევნო ყუთში მოთავსებით.
2. საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება უნივერსიტეტის მიერ.

3.აკადემიური პერსონალისა და სტუდენტისათვის საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება ცალ-ცალკე და საარჩევნო ბიულეტენზე აღინიშნება:
ა) დაწესებულებისა და შესაბამისი ფაკულტეტის სახელწოდება;

ბ) რომელი მართვის ორგანოს არჩევნებისათვის არის იგი განკუთვნილი; გ) ასარჩევი კანდიდატების ჩამონათვალი.
4. დაუშვებელია თითოეულ პირზე ერთზე მეტი საარჩევნო ბიულეტენის გაცემა.

5. საარჩევნო ბიულეტენი ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტზე გაიცემა პირადობის მოწმობის ან სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენის შემთხვევაში, ხოლო აკადემიურ პერსონალზე – პირადობის მოწმობის საფუძველზე.


მუხლი 27.საარჩევნო ყუთი

1. საარჩევნო კომისია არჩევნების მიმდინარეობას უზრუნველყოფს საარჩევნო ყუთებით.
2.   საარჩევნო   ყუთზე   თვალსაჩინო    ფორმით    აღინიშნება,    თუ    რომელი მართვის ორგანოს/ორგანოების არჩევნებისთვისაა განკუთვნილი.
3. საარჩევნო კომისიის წევრები და დამკვირვებლები კენჭისყრამდე უნდა დარწმუნდნენ, რომ საარჩევნო ყუთი ცარიელია. კენჭისყრის დაწყებამდე საარჩევნო ყუთი ილუქება კომისიის წევრებისა და დამკვირვებლების თანდასწრებით. პირველი ამომრჩევლის საარჩევნო ბიულეტენთან ერთად მასში მოთავსდება საკონტროლო ფურცელი, რაც არჩევნების შედეგების ნამდვილობის შემოწმების ერთ-ერთი საშუალებაა.
 
4. საკონტროლო ფურცელი დგება ორ ეგზემპლარად და მათზე აღინიშნება პირველი ამომრჩევლის და საარჩევნო კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა. საკონტროლო ფურცლის ერთი ეგზემპლარი რჩება საარჩევნო კომისიაში.
5. არჩევნების პროცესში, საარჩევნო ყუთის დაზიანებისას საარჩევნო კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ, თუ მიიჩნევს, რომ დაზიანებამ შეიძლება გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე.
6. თუ საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ მასში არ აღმოჩნდა საკონტროლო ფურცელი, ან მასში მოთავსებული საკონტროლო ფურცლის მონაცემები არ დაემთხვა საარჩევნო კომისიაში არსებულ საკონტროლო ფურცლის მონაცემებს, არჩევნების შედეგები ცხადდება ბათილად.


მუხლი 28. არჩევნების ორგანიზება

1. უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით საარჩევნო კომისიას უფლება აქვს მიიღოს გრანტი.
2. უნივერსიტეტი   უზრუნველყოფს   საარჩევნო   კომისიისათვის    შესაბამისი ოთახის გამოყოფას.
3. არჩევნების დაწყებისა და დასრულების დრო (საათი) განისაზღვრება საარჩევნო კომისიის მიერ.
4. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ანაწილებს ფუნქციებს საარჩევნო კომისიის წევრებს შორის.


მუხლი 29. არჩევნების პროცედურა

1.კენჭისყრის დღეს ფაკულტეტის ამომრჩეველი საარჩევნო კომისიის რეგისტრატორისაგან იღებს შესაბამის საარჩევნო ბიულეტენს, რასაც ადასტურებს ამომრჩეველთა სიაში მისი გვარის გასწვრივ ხელმოწერით. ამის შემდეგ ამომრჩეველი მიდის ხელმომწერ კომისიის წევრთან, რომელიც საარჩევნო ბიულეტენის შესაბამის ადგილას აწერს ხელს. შემდეგ ამომრჩეველი შედის სპეციალურად მოწყობილ საარჩევნო კაბინაში. მას შემდეგ, რაც ბიულეტენზე
 
წრიულად   შემოხაზავს   მისთვის   სასურველ   ერთ   კანდიდატის ნომერს, აგდებს საარჩევნო ბიულეტენს საარჩევნო ყუთში და გადის საარჩევნო კომისიის ოთახიდან.
2. კაბინად შეიძლება ჩაითვალოს, აგრეთვე, ნებისმიერი განცალკევებული ადგილი, სადაც დაცული იქნება ხმის მიცემის ფარულობა.


მუხლი 30. არჩევნების შედეგების შეჯამება

1. კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო კომისიის წევრები ითვლიან საარჩევნო სიებში ხელმოწერების მიხედვით არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობას. ოქმში აისახება არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა.
2. არჩევნებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობის დათვლის შემდეგ იხსნება საარჩევნო ყუთი და საარჩევნო კომისიის წევრები ითვლიან საარჩევნო ბიულეტენებს.
3. საარჩევნო ბიულეტენი ბათილია, თუ მასზე:

ა) არ აღმოჩნდა საარჩევნო ბიულეტენზე ხელმომწერი კომისიის წევრის ხელმოწერა; ბ) არ არის შემოხაზული არც ერთი კანდიდატურა;
გ) შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატურა;

დ) შეუძლებელია გარკვევა, თუ რომელ კანდიდატს მისცა ხმა ამომრჩეველმა;

4. ხმების დათვლისთანავე, საარჩევნო კომისიის მიერ ივსება შემაჯამებელი ოქმები, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. რომელშიც შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) ფაკულტეტის ამომრჩეველთა სიითი რაოდენობა;

ბ)არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების მიხედვით;
გ) საარჩევნო ყუთში აღმოჩენილი საარჩევნო ბიულეტენების საერთო რაოდენობა; დ) ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა;
 
ე) თითოეული კანდიდატის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა;

5. ფაკულტეტიდან წარმომადგენლობით საბჭოში არჩეულად ითვლება საუკეთესო შედეგების მქონე იმდენი კანდიდატი, რამდენიც დადგენილია ამ დებულებით ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის.
51. ხმების თანაბრობის შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება შესაბამისი რაოდენობის გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენა, მაშინ ტარდება მეორე ტური არჩევნების ჩატარებიდან 10 დღის ვადაში, თანაბარი რაოდენობის ხმების მქონე კანდიდატთა შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. მეორე ტურში გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა მეტ ხმას მიიღებს.
6. არჩევნების დღეს საარჩევნო კომისიის მიერ, არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე, საარჩევნო კომისია ადგენს მართვის ორგანოს არჩევნების შემაჯამებელ ოქმს.
7. წარმომადგენლობითი და აკადემიური საბჭოს არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ არჩევნებზე გამოცხადდა აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ამომრჩეველთა სიებში შეტანილ ამომრჩეველთა 1/3 მაინც.
8. თუ არჩევნებზე გამოცხადებული აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ამომრჩეველთა რაოდენობა სიებში შეტანილ ამომრჩეველთა 1/3-ზე ნაკლებია, ხელახალი არჩევნები იმართება 2 დღის ვადაში.
81. წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტთა კანდიდატებიდან არჩეულად ითვლება საუკეთესო შედეგების მქონე იმდენი კანდიდატი, საბჭოს რამდენ სტუდენტ წევრზეც გამოცხადდა არჩევნები.
9. საარჩევნო კომისია უფლებამოსილია, მისი კომპეტენციის ფარგლებში, განსაზღვროს არჩევნების ჩატარების სხვა პროცედურული საკითხები.
მუხლი 31. დამკვირვებელი

1. უნივერსიტეტში არჩევნების პროცესზე დაკვირვების მიზნით ფიზიკური და იურიდიული პირები უფლებამოსილნი არიან არჩევნების დღემდე არანაკლებ 5 დღით ადრე მიმართონ საარჩევნო კომისიას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად.
 
2. იურიდიული პირი არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსს განახორციელებს ერთი წარმომადგენლის მეშვეობით, რომლის ვინაობა მიეთითება დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წარდგენილ განცხადებაში.
3. პირი არ დაიშვება დამკვირვებლად, თუ იგი არის:

ა) უნივერსიტეტის მართვის ორგანოში ასარჩევი კანდიდატი; ბ) უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის წევრი;
გ) იმ ფაკულტეტის ამომრჩეველი, სადაც ითხოვს დამკვირვებლად მონაწილეობას.

4. დამკვირვებელი უფლებამოსილია დაესწროს ამომრჩეველთა მიერ ხმის მიცემისა და საჩივრების განხილვის პროცესს.
5. დამკვირვებელი უფლებამოსილია:

ა) დარღვევის   აღმოჩენის   შემთხვევაში   მიუთითოს    დარღვევის    შესახებ კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვოს დარღვევის აღკვეთა;
ბ) კომისიის თავმჯდომარის მიერ ამ პუნქტის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში წარადგინოს განცხადება/საჩივარი საარჩევნო კომისიაში.
6. დამკვირვებელი ვალდებულია ხელი არ შეუშალოს არჩევნების ჩატარებას.

7. საარჩევნო კომისია ვალდებულია ხელი არ შეუშალოს დამკვირვებელს.


მუხლი 32. განცხადებები და საჩივრები.

1.არჩევნების დღეს დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კანდიდატი, დამკვირვებელი, საარჩევნო კომისიის წევრი ან შესაბამისი ფაკულტეტის ამომრჩეველი უფლებამოსილია შეადგინოს განცხადება/საჩივარი, რომელშიც მიეთითება:
ა) განცხადების (საჩივრის) შემდგენი პირის სახელი, გვარი, მისამართი;

ბ) განცხადების (საჩივრის) შემდგენი პირის სტატუსი (კანდიდატი,
ამომრჩეველი, დამკვირვებელი, საარჩევნო კომისიის წევრი);
 
გ) დარღვევის არსი;

დ) დარღვევის დაფიქსირების დრო;

ე) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერა, ან აღნიშვნა მის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზის შესახებ;
ვ) მოწმეების ვინაობა (იმ შემთხვევაში, თუ არსებობენ მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ ამ ფაქტობრივ გარემოებას) და მათი ხელმოწერები;
ზ) განცხადების (საჩივრის) შემდგენი პირის მოთხოვნა; თ) განცხადების (საჩივრის) შემდგენი პირის ხელმოწერა.
2. არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში
კანდიდატს, დამკვირვებელს, საარჩევნო კომისიის წევრს ან შესაბამისი
ფაკულტეტის ამომრჩეველს უფლება აქვს შეიტანოს განცხადება/საჩივარი ამ
დებულებით განსაზღვრული წესის დარღვევასთან დაკავშირებით საარჩევნო კომისიაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ საჩივრები არ მიიღება.
3. საჩივარი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) განცხადების/საჩივრის შემტანი პირის სახელი, გვარი, მისამართი;

ბ) განცხადების/საჩივრის შემტანი პირის სტატუსი (კანდიდატი,
ამომრჩეველი, დამკვირვებელი, ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრი); გ) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;
დ) მოწმეების   ვინაობა (იმ შემთხვევაში, თუ არსებობენ მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ ამ ფაქტობრივ გარემოებას);
ე) განცხადების/საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნა; ვ) განცხადების/საჩივრის შემომტანი პირის ხელმოწერა.
4. საარჩევნო კომისია ვალდებულია საჩივრის შეტანიდან 3 დღის განმავლობაში განიხილოს იგი და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.
5. არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას საარჩევნო კომისია იღებს იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ ამ დებულებით დადგენილი წესის ან/და საარჩევნო
 
ბიულეტენების დათვლის პროცესში გამოვლენილმა დარღვევამ არსებითი გავლენა იქონია არჩევნების შედეგზე.


მუხლი 33. არჩევნების შედეგების გამოცხადება

1. საარჩევნო კომისია ვალდებულია ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოაკრას არჩევნების შედეგები არჩევნების დასრულებიდან 24 საათის განმავლობაში.
2. არჩევნების საბოლოო შედეგები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.



მუხლი 34. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ცნობა

1. აკადემიური საბჭოს პირველი სხდომა იმართება აკადემიური საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

2. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად
უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით.

3. აკადემიური საბჭო უფლებამოსილების ცნობიდან 45 დღის ვადაში რექტორის წარდგინებით ღია კენჭისყრით ხმათა უმრავლესობით ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს, რომელიც შედის წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში.


მუხლი 35. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ცნობა და სპიკერის არჩევა

1. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველი სხდომის თარიღს ნიშნავს რექტორი - წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს ორი კვირის ვადაში.
2. პირველ სხდომას თავმჯდომარეობს წარმომადგენლობითი საბჭოს უხუცესი წევრი. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს ახალარჩეული წევრების უფლებამოსილებას ცნობს საბჭო პირველ სხდომაზე სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
 
4. წარმომადგენლობითი საბჭო თავისი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ორზე მეტია და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმავე დღეს ორ საუკეთესო შედეგების მქონე პრეტენდენტს შორის გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, 5 დღის ვადაში იმართება წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა და სპიკერის შერჩევის პროცედურა იმართება ხელახლა.
5. სპიკერის თანამდებობა შეიძლება იყოს ანაზღაურებადი.

6. სპიკერის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადით.


მუხლი 36. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

1. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
გ) გარდაცვალება;

დ) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება
ე) უნივერსიტეტის აკადემიური (სამეცნიერო) თანამდებობიდან გათავისუფლება ან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა.(N23/16 18.12.2017)
2. დაუშვებელია უფლებამოსილებაშეწყვეტილი აკადემიური პერსონალის წევრის ნაცვლად არჩეულ იქნეს სტუდენტი ან პირიქით.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა
 
მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით.


მუხლი 37. დასკვნითი დებულებები

1.წინამდებარე დებულება ძალაშია დამტკიცებისთანავე.

2.ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს 2012 წლის 11 იანვრის N23/1 დადგენილებით დამტკიცებული შინაგანაწესის II-III თავები (მუხ.მუხ.2-37).