სსიპ – თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე  65  წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესი და პირობები

1.აკადემიური პერსონალის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება ეძლევა იმ პირს, რომელსაც კონკურსის შედეგების ძალაში შესვლის მომენტისათვის არ შესრულებია 75 წელი.

2. 75 წლამდე ასაკის პირი აირჩევა არა საგანმანათლებლო პროგრამის ვადის ხანგრძლივობით, არამედ იმ ვადით, რაც მას აცილებს 75 წლის ასაკის შესრულებას. ამასთან, იგი უფლებამოსილია დაასრულოს აკადემიური წელი.

3. წინამდებარე დებულების მეორე პუნქტით განსაზღვრულ პირთან არჩევის შემთხვევაში გაფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც მითითებული იქნება აკადემიური თანამდებობის დაკავების ვადა. ამ ვადის გასვლის შემდეგ პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

4. წინამდებარე დებულების მეორე პუნქტით განსაზღვრული პირი, თუ უარს იტყვის მეორე და მესამე პუნქტებში მითითებული პირობების შესრულებაზე, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვება.

5. ემერიტუსის   წოდება შეიძლება მიენიჭოს   პირს,   რომელსაც    თავისი სასწავლო-
სამეცნიერო და საზოგადოებრივი საქმიანობით განსაკუთრებული დამსახურება აქვს უნივერსიტეტის წინაშე.

6. ემერიტუსის წოდება მიენიჭება პირს აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლისთანავე. ამ ვადის გასვლამდე ემერიტუსის წოდების მინიჭება იწვევს პირის გათავისუფლებას დაკავებული აკადემიური თანამდებობიდან.

7.ემერიტუსის წოდება შეიძლება მიენიჭოს პირს , რომელსაც:

ა) ემერიტუსის წოდების მისანიჭებლად განაცხადის გაკეთების მომენტისათვის შეუსრულდა 65 წელი და მეტი და თავისი სასწავლო – სამეცნიერო და საზოგადოებრივი საქმიანობით განსაკუთრებული დამსახურება აქვს უნივერსიტეტის წინაშე;
 
ბ) ორჯერ მაინც ეკავა/უკავია უნივერსიტეტის პროფესორის (სრული) თანამდებობა. (08.04.2022წ, N23/6)

გ) აქვს თსსუ-ში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 25 წლის გამოცდილება; (06.07.2016 N23/6)

გ1) დაჯილდოებულია საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი ჯილდოთი/ჯილდოებით საქართველოს ერთიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში და აკმაყოფილებს წინამდებარე წესის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირობებს. (08.04.2022წ, N23/6)

8 უნივერსიტეტის 65 წლის ან მეტი ასაკის პროფესორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება და გააკეთოს განაცხადი ემერიტუსის წოდების მისანიჭებლად, ან უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების შესახებ განაცხადის გაკეთების შემდგომ პირი ვერ დაიკავებს პროფესორის თანამდებობას, იგი კარგავს ემერიტუსის წოდების მინიჭებაზე განაცხადის გაკეთების უფლებას. (06.07.2016 N23/6)

9. ემერიტუსის წოდებას პირს ანიჭებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის 2/3 –ით ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით.

10. დაუშვებელია პირის მიერ გამოვლენილი ნების შეცვლა აკადემიური საბჭოს მიერ ემერიტუსის წოდების მინიჭების შემდგომ, მუხედავად ემერიტუსის წოდების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტისა.

11. ა) თსსუ-ის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სამედიცინო საქმიანობაში, აგრეთვე, განახორციელოს ადმინისტრაციული საქმიანობა, შეასრულოს სხვა ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი სამუშაო აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე;

ბ)     სხვა     უმაღლეს     საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სამედიცინო საქმიანობაში, აგრეთვე, განახორციელოს ადმინისტრაციული საქმიანობა, შეასრულოს სხვა ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი სამუშაო, მათ შორის აკადემიური თანამდებობის დაკავებით. (08.04.2022წ, N23/6)

12. ემერიტუსის წოდების მქონე პირს, უნივერსიტეტის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელების შემთხვევაში, ჩამოერთმევა ემერიტუსის წოდება და შეუწყდება შესაბამისი ანაზღაურება. (08.04.2022წ, N23/6)

13. ემერიტუსის წოდების მქონე პირის ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრება ემერიტუსის წოდების მინიჭების დროს პროფესორის მინიმალური ხელფასის 90%-ის ოდენობით.“ (08.04.2022წ, N23/6)

14. წინამდებარე დებულება ამოქმედდეს მიღებისთანავე, 1–ლი, მე–2, მე–3 და მე–4 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ დებულების ამოქმედებამდე არჩეულ აკადემიურ პერსონალზე.